ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ზიარება, სიკვდილის მოლოდინი
766. რა მოელის ამა სოფლიდან განსასვლელად მომზადებულ სულს, თუკი ის წმინდა სინდისით ეზიარება წმინდა საიდუმლოთ?
ოდესღაც ასეთი ამბავი მოვისმინე ერთი კაცისაგან... გარდა ამისა სხვამაც მიამბო, მავანისაგან მოსმენილი კი არა, არამედ თავად გამხდარა ღირსი იმის დანახვისა და გაგებისა, თუ რა ელის ამ სოფლიდან განსასვლელად მომზაადებულ სულს, თუკი ის წმინდა სინდისით ეზიარება წმინდა საიდუმლოს. უკანასკნელ ამოსუნთქვისთანავე, თურმე, ანგელოზები შემოეხვევიან გარს, წარუძღვებიან აქედან მიმავალს.