თემა: ზიარება

521. რას აღნიშნავს წმიდა ტრაპეზი?
წმიდა ტრაპეზი აღნიშნავს საფლავის ადგილს, სადაც დაასვენეს ქრისტე; მასში დევს ჭეშმარიტი და ზეციური პური, საიდუმლო და უსისხლო მსხვერპლი, რომელიც ცხოვლად შეიწირება. უფლის ხორცი და სისხლი საუკუნო ცხოვრების საჭმელად და სასმელად მიენიჭებათ მორწმუნეებს. ტრაპეზი ტახტია ღვთისა, რომელზეც ზეციერმა და ქერუბიმებზე ამხედრებულმა ღმერთმა განისვენა. ამავე ტრაპეზზე, საიდუმლო სერობის ჟამს, მოციქულთა შორის ინახ–იდგა უფალმა, რომელმაც აიღო პური და ღვინო და ეს უთხრა მის მოწაფეებს და მოციქულებს: „მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ხორცი ჩემი... სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მათ. 26, 26–28). წმიდა ტრაპეზი მონაცვლეა იმ ტრაპეზისა, რომელიც ქრისტეს ჰქონდა მოწაფეებთან.
522. რას მოასწავებდა რჯულისეული ტრაპეზი?
რჯულისეულმა ტრაპეზმა ცით მოვლენილი მანანის სახით წინასწარ მოასწავა ქრისტე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები