1
2
image
image
Loading..
 

თემა: ეკლესია

643. რას ნიშნავს კანკელი?კანკელი სალოცავ ადგილს ასაჩინოებს, რითაც მოასწავებს, რომ ხალხი მხოლოდ მის გარეთა მხარემდე აღწევს, შიგნით კი, სადაც წმიდათა წმიდაა, არავისა აქვს ნება შესვლისა, მღვდლების გარდა.
link
 

თემა: ზიარება

918. რა არის ტაკუკი?ტაკუკი არის გამოსახსნელი სასმისი, რაც უფალმა უბოძა მის მოწაფეებს სერობის ჟამს. ზოგჯერ ბარძიმი ნაცვალია ტაკუკისა. მასში ღვთის ძემ და „სიბრძნემ“ ღვინის ნაცვლად თავისი სისხლი განაზავა, შემდეგ წმინდა ტრაზეზზე დადგა იგი და ეს თქვა: განზავებული ღვინის წილ „სუთ ამისგან ყოველთა, მისატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ“.
link
  757. რა არის ამბიონი?ამბიონი სახეობრივად წარმოაჩენს წმიდა საფლავის ლოდს, რომელიც ანგელოზმა გადააგორა საფლავის კარიდან. მანვე უფლის აღდგომა განუცხადა მენელსაცხებლე დედებს. წინასწარმეტყველმაც ეს გვაუწყა: „მოვაკებულ მთაზე აამაღლეთ ნიშანი. ამოდი მახარებელო და აღიმაღლე ხმა“ (ეს. 38.1). „მთა“ არის ის, რაც ბრტყელ და მოსწორებულ ადგილზე მდებარეობს.
link
  889. რას ნიშნავს „ლახვარი“?„ლახვარი“ ნიშნავს იმ ლახვარს, რომლითაც განგმირეს უფლის გვერდი, ხოლო „ლახვრით განწმენდა“ იმასვე გულისხმობს, რასაც წინასწარმეტყველის მიერ თქმული: „დასაკლავად წაიყვანეს როგორც კრავი“ (ეს. 3.7).
link
 

თემა: საკუთარი ნების უარყოფა,  სიმშვიდე

799. ვინ მოიპოვებს სულის სიმშვიდეს?ისინი კი ვერ მოიპოვებენ სულის სიმშვიდეს, რომლებიც სხეულს აუძლურებენ, არამედ ისინი, რომლებიც განიწვრთნებიან შინაგანი ყურადღების შეძენასა და საკუთარი ნების უარყოფაში.
link
 

თემა: ბერ მონაზვნობა

861. რისი გამომსახველია სამონაზვნო სქემა?სამონაზვნო სქემა გამოსახავს უდაბნოში მოღვაწე იოანე ნათლისმცემელს, რომელიც აქლემის ბალნით იყო მოსილი, წელზე კი ტყავის სარტყელი ჰქონდა.
link
1
2
image
image