image

თემა: ეკლესიაში ლოცვა,  ზიარება,  ხორციელი მღვიძარება

746. აზრი მეუბნება, ხშირად არ გახვიდე სახლიდანო, მაგრამ ისე ხდება, რომ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ტარდება ტაძარში მსახურება. ყველას უნდა დავესწრო, თუ სჯობს სახლში ვივარჯიშო ლოცვაში?
თუ იცი, რომ სახლიდან გასვლისას შეხვედრები დაგაზიანებენ, მაშინ ხშირად გასვლა თვით საეკლესიო მსახურების მიზეზითაც კი სასარგებლო არაა, ამიტომ დროგამოშვებით გადი; რამეთუ მდუმარება მრავალი ბოროტებისაგან გვათავისუფლებს.
747. თუკი მჭირდება სახლიდან გასვლა საკუთარი მოთხოვნილებებისთვის ან მამების გამო, ამ დროს ტაძარში თუ არ წავალ, ეს სინდისს ხომ არ დამიმძიმებს?
თუ შენ სახლიდან გასვლა აუცილებელი მოთხოვნილების ან მამების ბრძანების გამო დაგჭირდება, შეეცადე შენი საქმე ღვთის შიშით გააკეთო და ნუ დაგაეჭვებს ის, რომ საეკლესიო მსახურებაზე არა ხარ; არამედ დაბრუნდი სახლში და იქ გაიხსენე შენი ცოდვები. ხოლო, თუ სახლიდან სიზარმაცის, ან გონებაგაბნეულობის გამო გამოხვალ, მაშინ უმჯობესია ეკლესიაში მიხვიდე, არ განიბნე და საკუთარ თავს დაუკვირდი.
სახლში აღვასრულო მღვიძარება შეძლებისდაგვარად, თუ ტაძარში ღამის შეკრებაზე წავიდე? (იგულისხმება ძველი ქრისტიანების ჩვეულება, რომლებიც ღამით იკრიბებოდნენ ტაძარში სალოცავად. შენიშვ).
მღვიძარება სახლში სჯობია, რამეთუ ტაძარში ხშირად საუბრობენ.
749. თუ მსურს ტაძარში შესვლა, ან იქ, სადაც წმინდა მოწამეთა ნაწილებია - შევიდე და მხოლოდ სამსხვერპლოს ან წმიდა ნაწილებს ვცე თაყვანი, თუ წმინდა საიდუმლოებასაც იქვე ვეზიარო? ეს სინდისს ხომ არ დამიმძიმებს?
შესვლა და თაყვანისცემა სინდისს არ დაგიმძიმებს; ზიარებით კი ისე უნდა ეზიარო, როგორც ყველა. ფრთხილად იყავი, საკუთარი ღირსების შეგნებით არ შეხვიდე საკურთხეველში საზიარებლად. მაგრამ, თუ მღვდელი გიბრძანებს და დაგიძახებენ, მაშინ ორჯერ სთხოვე სხვებთან ერთად დაგტოვოს, ხოლო თუ გაიძულებს დამორჩილდი. მან იცის რას აკეთებს. თუკი ამას სინდისის დამძიმება მოჰყვება, ის მას დაეკისრება. ამასთანავე საკუთარ თავს დაუკვირდი, პატივმოყვარეობა არ შემოგეპაროს, არამედ შედი და საკუთარი უღირსი თავი განიკითხე, რამეთუ სინამდვილეში ასეთი ხარ. (VI მსოფილიო კრების, 69-ე კანონი. - შენიშვნა).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
14 ოქტომბერს არის ხსენება: