image

თემა: ეკლესიაში ლოცვა

743. თუკი ვინმე ტაძარში მსახურების დროს შემოვა და დამთავრებამდე წავა, არის თუ არა ეს ცოდვა?
სრულყოფილი და ღვთივსათნო საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ტაძარში შესულმა ადამიანმა წერილი მოისმინოს და მსახურებას ბოლომდე დაესწროს; რამეთუ საპატიო მიზეზის გარეშე მსახურების დამთავრებამდე ტაძრიდან გასვლა არასწორია, რადგან ეს უგულებელყოფაა. ხოლო, თუ ეს აუცილებელია, მაშინ ეს მისატევებელია; მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ადამიანმა თავი არ უნდა გაიმართლოს, არამედ შენდობა უნდა ითხოვოს ღვთისაგან, და თქვას: „მეუფეო! შემინდე, რომ ვერ აღვასრულე ის, რაც მომეთხოვებოდა“.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები