ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ეკლესიაში დუმილი, ეკლესიაში ლოცვა
744. დასაშვებია თუ არა ვინმესთვის ტაძარში საუბარი?
წმინდა ლიტურგიის დროს, ღვთის სახლში, ვინც არ უნდა იყოს, არამც და არამც არ უნდა ისაუბროს, არამედ ლოცვაში უნდა ივარჯიშოს და საღმრთო წერილს გულმოდგინედ უსმინოს, რომელიც გვაუწყებს იმას, თუ რა ემსახურება ჩვენი სულების ცხონებას. თუ საჭიროება აუცილებლად მოითხოვს რაღაცის თქმას, მაშინ უნდა ვთქვათ მოკლედ, მიმდინარე მსახურებისადმი კეთილკრძალულებითა და შიშით, და ვიცოდეთ, რომ ეს საქციელი სხვა რამეს ისე არ ემსახურება, როგორც ჩვენსავე განკითხვას.