image

თემა: ეკლესიაში დუმილი

წარმოიდგინე, რომ ვიღაც, მეფის წინაშე წარსდგა და ესაუბრება მას, მაგრამ მონის ძახილზე ტოვებს მეფეს და მასთან იწყებს საუბარს; ასეთია ისიც, ვინც საუბრობს და დაბნეული ხდება ღვთისმსახურების დროს.წმ.
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

განათლებულ ქვეყნებში ზოგიერთნი ღვთისმოყვარენი პირნი საყდარში წასვლის დროს იცვამენ უკანასკნელს ღარიბ ტანისამოსს, თუმცაღა იყვნენ მდიდარნი, ეკლესიაში დადგებიან სადმე კუთხეში ანუ მოეფარებიან სვეტს და ისე გაატარებენ წირვას, რომ ერთს კა... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

744. დასაშვებია თუ არა ვინმესთვის ტაძარში საუბარი?წმინდა ლიტურგიის დროს, ღვთის სახლში, ვინც არ უნდა იყოს, არამც და არამც არ უნდა ისაუბროს, არამედ ლოცვაში უნდა ივარჯიშოს და საღმრთო წერილს გულმოდგინედ უსმინოს, რომელიც გვაუწყებს იმას, თუ რა ემსახურება ჩვენი სულების ცხონებას. თუ საჭიროება აუცილებლად მოითხოვს რაღაცის თქმას, მაშინ უნდა ვთქვათ მოკლედ, მიმდინარე მსახურებისადმი კეთილკრძალულებითა და შიშით, და ვიცოდეთ, რომ ეს საქციელი სხვა რამეს ისე არ ემსახურება, როგორც ჩვენსავე განკითხვას.
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

17. შეიძლება თუ არა საუბარი მაშინ, როდესაც ღვთისმსახურება მიმდინარეობს?აბა, წარმოიდგინე, რა საქციელი იქნება, მავანი ხელმწიფეს ესაუბრებოდეს, ამ დროს ვიღაც მონამ დაუძახოს, მან მეფეს ზურგი შეაქციოს და იმ მონასთან დაიწყოს ლაპარაკი! აი, ზუსტად ამგვარად იქცევა ის ადამიანიც, ვინც ღვთისმსახურების აღსრულებისას მავანთან საუბრობს, სხვა რამეზე ფიქრობს და საერთოდ გონებაგაფანტულია.
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

200. როგორ მოძღვრავენ წმ. მამები მათ, რომლებიც ტაძარს საუბრების ადგილად აქცევენ?ყველა ქმნილება, უტყვიცა და მეტყველიც, ზეციერიცა და მიწიერიც, შემოქმედს ადიდებს. საბრალო ადამიანები კი, ტოვებენ რა სახლებს და ტაძარში შეიყრებიან, რათა იქ რაღაც სარგებლობა მაინც მიიღონ, სმენას ღვთის სიტყვებს არ უმორჩილებენ, არ შეიცნობენ თავიანთ ბუნებას, არ განიცდიან, რომ მათზე ცოდვა ბატონობს, არ სწუხან, მოუხმობენ რა მეხსიერებაში თავიანთ ცოდვებს, არ ძრწიან წინაშე სამსჯავროსა, არამედ გაღიმებულები უწვდიან რა ერთმაენთს მარჯვენას, სამლოცველო სახლს გრძელი საუბრების ადგილად აქცევენ; ყურად არ იღებენ ფსალმუნს, რომელიც გვიდასტურებს და ამბობს, რომ „ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოვლმან დიდება მისი“. შენ კი, არა თუ ადიდებ, არამედ სხვასაც აბრკოლებ, მიიპყრობ რა მის ყურადღბას და შენი ხმაურით სულიწმიდის მოძღვრებას ახშობ. უფრთხილდი, იქედან დასჯილი არ გამოხვიდე იმათთან ერთად, ვინც ღვთის სახელს აუგით იხსენიებს.
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

ეკლესია უკვე, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკლესია არა რაისა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაწროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ეკლესიაში დუმილი

745. თუ მე არ მინდა ტაძარში ლაპარაკი, მაგრამ ზოგიერთი მამათაგანი საუბარს დამიწყებს, როგორ მოვიქცე, დუმილმა რომ არ დააბრკოლოს და არ ჩათვალონ, რომ არაფრად ვაგდებ მათ? თუ ისინი ლაპარაკს დაგიწყებენ, მოკლედ უპასუხე და სხვა რამ არ მოგივიდეს აზრად, გარდა საკუთარი თავის განკითხვისა.
link