image

თემა: ეკლესიაში დუმილი,  სამკაულები


სწავლა გ. ეკლესიასა შინა დუმილისათვის.

ეკლესია უკვე, საყვარელნო, საყოფელი ზეცისა ადგილისა არს ქადაგებითა და ლოცვითა. ხოლო აწ ეკლესია არა რაისა უმჯობეს უბანსა და სახლსა სავაწროსა არს, რამეთუ შეკრბებიან დედანი ეკლესიად, შემკობილნი, რათა შეაცთუნონ უგუნურნი. უკეთუ ვინ ინებოს მითხრობად სიტყვისა, ვჰგონებცა თუ არა აქვს სხვა ადგილი მოპოვნებად თვინიერ ეკლესიისა. ხოლო უკეთუ ვინ ინებოს ვაჭრობისა ყოფად, ჰყოფენ ეკლესიასა შინა. დაღათუ ვის უნდეს ლალვად ანუ განგებად სახლთა მეტყველებისა, ანუ სამხედროსა წესისა მეტყველებად, ანუ სასჯელი, ანუ ვითარნი რა სამკურნალო, ამას ყოველსავე ეკლესიასა შინა ჰყოფენ. ვინაცა მარადღე ვიურვი ამის ყოვლისათვის და მწუხარე ვიქმნები, რათამცა ვიქმენ მომპოვნებელ კეთილისა ეკლესიასა შინა. არამედ ესრეთ გპოვნენ თქვენ. - საქენჯნელად და საცოდველად მოხვალთ მეტყველებად ეკლესიასა შინა და არა ცოდვათა სინანულად, - და ამას იტყვი, ვერ გულის-ხმა-ვჰყოფ? იხილე, ვითარ საჭურისი იგი გზასა ზედა მყოფი იკითხვიდა წიგნსა? და შენ, შორის მოძღვართა მდგომარე, მიზეზ ჰყოფ მეტყველი უმეცრებასა და გულისხმოებასა? ამისთვის ევედრე უფალსა, რათა გულის-ხმა-ჰყო მცნებანი მისნი. და შენ გიხმს დუმილი ეკლესიასა შინა, რათა მიითვალოს ღმერთმან დუმილი შენი და მყუდროება. უკეთუ არა ძალ გიძს დუმილად, განვედ ეკლესიით, რათა არა ექმნე სხვათა საწერტელ (ნესტარი, მიზეზი). რამეთუ ერთი ოდენ ჯერ არს ეკკლესიასა შინა გალობა და ლოცვა ჟამსა ეკკლესიად შეკრებისასა და არა ხმიანობად და ურთიერთარს ზრახვად. არამედ დუმილით სმენად საკითხავისა, რამეთუ თვით ეპისკოპოსიცა ჰსდუმს, და მხოლოდ მგალობელნი ჰგალობენ. რად უკვე ჭეშმარიტებასა უტევებთ და აჩრდილსა და სიზმარსა სდევთ? ვინაცა, გლოცავ და გევედრები, საყვარელნო, მტერისა საქმეთაგან განთავისუფლდით და იხსენით საბრხეთაგან მისთა და ანგარებისა წილ შეიყვარეთ მოწყალება, ხოლო სიძულილისა წილ ძმათმოყვარება, რათა ესრეთ მყოფთა აწინდელიცა კეთილი და ყოფადიცა დაიმკვიდრნეთ ქრისტეს იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება, და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები