
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ერესი, მეგობრობა
741. ერთ-ერთ მამას ჰყავდა მეგობარი, რომელიც ღვთისნიერად უყვარდა. მას ყველანი მართლმადიდებლად თვლიდნენ, მაგრამ ის თავისი აზროვნებით ერეტიკოსი აღმოჩნდა. მაშინ ყველამ, ვისაც ის უყვარდა, მიატოვა იგი. გაიგეს რა შემდგომში, რომ მან აშკარად მოისურვა ეკლესიისაგან განდგომა, გადაწყვიტეს, მასთან მისულიყვნენ და თავი მოეხარათ, რადგან შიშობდნენ, რომ მას მწუხარების გამო არ გადაედგა ეს ნაბიჯი და ისინი არ დაედანაშაულებინა ასეთ საქციელში; მაგრამ, სანამ წავიდოდნენ, ბერს ჰკითხეს ამის თაობაზე.
სნეულება სნეულებაა. ამიტომ მას თვალთმაქცური ყურადღების ნიშნები არ აჩვენოთ, ვინაიდან თქვენ თავის მოსახრელად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ მის წინაშე დამნაშავენი ხართ, არამედ იმიტომ, რომ ეკლესიას არ განუდგეს.
742. მათ კვლავ ჰკითხეს ბერს: თუ მან ეს ნაბიჯი გადადგა (ანუ აშკარად განუდგა ეკლესიას), და ჩვენ მას შევხვდით, მივესალმოთ თუ არა?
ისევე როგორც ყველა მის მსგავს ადამიანს ეპყრობით, ასევე მოეპყარით მას და მათ რიცხვს მიაკუთვნეთ.