image

თემა: ერესი,  სექტანტების ლიტერატურის კითხვა

608. ნუთუ არ შეიძლება ევაგრესეული წიგნების კითხვა?
რაც სულისათვის სასარგებლოა, თუ გსურს, ის იკითხე, ოღონდ ნახსენები აზრები არ შეიწყნარო. სახარებისეულ იგავში თევზჭერის შესახებ ნათქვამია, რომ: „შეკრიბიან კეთილი იგი ჭურჭელსა, ხოლო ჯერკუალი იგი გარე განსთხიიან“ (მათე 13, 48); შენც ასევე მოიქეცი.
609. იგივე ძმა, რომელმაც ეს იკითხა, ეჭვობდა, ფიქრობდა და თავისთვის ამბობდა: კი მაგრამ, ზოგიერთი თანამედროვე მამა, რომელთაც ჩვენ კარგ მონაზვნებად და ფხიზელ მოღვაწეებად მივიჩნევთ, რატომ ღებულობს ამ თხზულებებს? რამოდენიმე დღის შემდეგ, მან დიდ ბერს სთხოვა, რომ ელოცა მისთვის, და მაშინ ბერმა თვითონ განუცხადა მას მისი გულის ზრახვების შესახებ, ისე რომ ძმას გაუკვირდა და შეძრწუნდა.
შენ ამბობდი და ფიქრობდი: რატომ ღებულობს ზოგიერთი მამა ე.წ. ევაგრისეულ გნოსტიკურ თავებს და ასევე ზოგიერთი გონიერი ძმა არ უარყოფსო მათ. ამ სწავლების ჭეშმარიტების ახსნა მათ ღვთისთვის არ უთხოვიათ და ამიტომ ღმერთმა ისინი საკუთარ მსჯელობაში დატოვა. მაგრამ, ამის განხილვა არც ჩემი საქმეა და არც შენი. დრო იმისათვის მოგვეცა, რომ ჩვენი ვნებები გამოვიკვლიოთ და მათთვის ვიტიროთ და ვიგლოვოთ.
image
 
თემატური კითხვები