ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: კეთილი საქმეები, შფოთი
477. როდესაც კეთილი საქმის გაკეთება ან მის შესახებ რაიმეს თქმა მსურს, მეშინია, რომ მან შფოთი არ წარმოშვას გულში, ამიტომ გავურბივარ მას. კარგად ვიქცევი თუ არა?
თუ სიკეთის გაკეთება ან მასზე რაღაცის თქმა გსურს, მაგრამ შფოთის გეშინია და მხოლოდ ამიტომ გაურბიხარ მას, მაშინ არასწორად იქცევი, რამეთუ მტერს უთმობ და ასე შფოთს ვერ გაექცევი: ის ყველანაირი საქმიანობისას შენს შეშფოთებას არ მოეშვება და შენი ვნება (შფოთი) კიდევ უფრო გაძლიერდება. ხოლო, თუ საქმეს ლოცვით და ღვთის შიშით გააკეთებ, მაშინ ღვთის შეწევნით შფოთიც გაქრება.