ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: აღშფოთება, შფოთი
731. როდესაც ვხედავ, რომ მონაზონს ვიღაც შეუფერებლად ექცევა, მე ვღშფოთდები მასზე. კარგად ვიქცევი თუ არა?
არაფერი არ შეიძლება იყოს კეთილი, რასაც შფოთი წარმოშობს, რამეთუ მისი მიზეზი ეშმაკის მოქმედება და თავის მართლებაა. ამრიგად, თუ აღშფოთდები, არაფერი თქვა, რადგან მასაც უფრო მეტად აღაშფოთებ, ბოროტება კი ბოროტებას ვერ აღმოფხვრის. ხოლო, თუ არ აღშფოთდები, მშვიდად უთხარი: „როგორ არ გეშიანია ცოდვისა, უსამართლოდ რომ ეპყრობი მონაზონს? ან იქნებ არ იცი, რომ ისინი ღვთის ხატს ატარებენ და ამით ღმერთს არისხებ?“ ასეთი თქმა ღვთისნიერი იქნება. ღმერთს კი აქვს მისი მორჯულების ძალა, როგორც ეს მისთვისაა სათნო.