image

თემა: ბოროტი აზრები,  შფოთი

475. ზოგჯერ, აზრი არა მარტო შფოთს მითესავს, არამედ მაიძულებს კიდეც, რომ რაღაც გავაკეთო ან ვთქვა, ხოლო ზოგჯერ პირიქით, სურს რა ხელის შეშლა, თუ რაღაცის თქმა და გაკეთება დავაპირე, მაკავებს და მეწინააღმდეგება. როგორ მოვიქცე?
მე ადრე გითხარი, რომ ყოველი აზრი უნდა განიხილო - კარგია თუ ცუდი. ეს საშუალებას მოგცემს უკუაგდო ის, რაც შენ ახსენე; თუ საქმე კარგია, გააკეთე, ხოლო თუ არა, არ გააკეთო. თუმცა კეთილ საქმეს შფოთი რომ არ შეერიოს, აზრი, რომელიც გეუფლება, უნდა განიხილო, თუ რა მიზნით იწყებს ის საქმეს, და როდესაც მას ღვთის შიშით გამოიკვლევ, მაშინ ღმერთი არ დაგტოვებს გაურკვევლობაში; და განა შეიძლება სხვაგვარად ვიფიქროთ, როდესაც მან საკუთარი თავი დაიფიცა და თქვა: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს“ (ეზეკ. 33, 11), განსაკუთრებით მაშინ, თუ ხედავს, რომ შენს აზრებს აკვირდები - იხრებიან თუ არა ისინი სულის ცხონებისა და მისკენ მოქცევისაკენ. ამრიგად, ყველა შემთხვევაში ღვთის სახელს მოუხმე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები