შფოთი - ციტატები, გამონათქვამები
შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით.
მოუთმინე იმ პიროვნებას, რომლისგანაც წყენა და შფოთი მოდის, სიხარულით მოუთმინე. ყოველდღე ილოცე მისთვის. ყოველთვის ეცადე სიკეთე გაუკეთო, შეაქო, სიყვარულით ელაპარაკო და ღმერთი სასწაულს მოახდენს – გამოსწორდება. იდიდება ქრისტე და განსქდ... იხილეთ სრულად
ქედმაღლობაზე დიდი ბოროტება არ არსებობს. ის ყველა განსაცდელისა და შფოთის მშობელია და ვაი მას, ვისაც ბადეში გააბამს, რადგან ძლიერ დაამახინჯებს.
შფოთი, მღელვარება, მრისხანება, ტრაბახი და მედიდურობა კი სულის ამპარტავნებაზე მეტყველებს.
ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ... იხილეთ სრულად