image

თემა: შფოთი

471. დიდმა ბერმა თქვა: „თუ ვინმე აზრებში, თუნდაც თმის ღერისოდენა შფოთს შეიგრძნობს, ეს ბოროტისგან არისო“. ამიხსენი, რას ნიშნავს ეს.
როდესაც რაიმეს გაკეთება გსურს და აზრი შფოთავს, ხოლო ღვთის სახელის მოხმობის შემდეგ ის თუნდაც თმის ღერისოდენა კვლავ რჩება, მაშინ აქედან შეიცანი, რომ ის საქმე, რისი გაკეთებაც გსურს, ბოროტის ჩაგონებულია და არ გააკეთო. თუ მას შემდეგ, როცა რაღაცის გაკეთებას დააპირებ, შფოთი თავს დაგესხმება და აზრს დაეუფლება, მაშინაც არ გააკეთო ის, რამეთუ რასაც შფოთით ვაკეთებთ ღმერთს არ ესათნოება. ხოლო თუ ვინმე შფოთს ეწინააღმდეგება, ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საქმე, რომელსაც შფოთი ახლავს საზიანოა. ამიტომ საჭიროა განხილვა - კარგია ის თუ არა. თუ ცუდია, უნდა მივატოვოთ, ხოლო თუ კარგია, მაშინ გავაკეთოთ და ღვთის შეწევნით შფოთი არად ჩავაგდოთ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები