image

თემა: აღშფოთება

სრულიად არავისზე და არასოდეს განაწყენება მხოლოდ ანგელოზებს ძალუძთ, ხოლო მცირედ აღშფოთება და მერე სწრაფად დამშვიდება ღვთის მოსიყვარულე ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი.
link
image

თემა: აღშფოთება

568. აბბა სერიდმა იმავე ბერის შესახებ თქვა: მე არასოდეს მინახავს, ეს ბერი გაღიმებული ან აღშფოთებული, ან როდესაც ამბობდა: „უფალო, ნუ სასჯელად, გინდა დასასჯელად მექმნების მე ზიარება წმიდათა შენთა საიდუმლოთა“, ცრემლის გარეშე წმინდა ზ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღშფოთება

ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღშფოთება

ისინი, რომლებიც მრისხანების ვნებით არიან შეპყრობილნი, ან აღშფოთებას მოუცავთ და წუთისოფელს ამხელენ თითქოს იმისთვის, რომ ქვეყნად სიკეთე და სულიერი სიმყუდროვე მოიტანონ, ძლიერ ქარს ემსგავსებიან, რომელსაც სურს ზღვა დააწყნაროს, ემუქრება... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღშფოთება

ცხონდით! მადლობა უფალს, რომ მშვიდად ხართ და ასე კარგად დაგითმენიათ ყოველივე. შეეცადეთ, ამგვარი სიმშვიდე მუდამ გქონდეთ უსიამვნებებისას, მიენდეთ ღვთის ნებას და ნურაფერს მოიმოქმედებთ. ილოცეთ, რომ ყველაფერი მოგიგვაროთ ღმერთმა, და ეს ს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღშფოთება

აღშფოთება გონიერებასთან უნდა იყოს შეზავებული; რამეთუ დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღშფოთება

731. როდესაც ვხედავ, რომ მონაზონს ვიღაც შეუფერებლად ექცევა, მე ვღშფოთდები მასზე. კარგად ვიქცევი თუ არა?არაფერი არ შეიძლება იყოს კეთილი, რასაც შფოთი წარმოშობს, რამეთუ მისი მიზეზი ეშმაკის მოქმედება და თავის მართლებაა. ამრიგად, თუ აღშფოთდები, არაფერი თქვა, რადგან მასაც უფრო მეტად აღაშფოთებ, ბოროტება კი ბოროტებას ვერ აღმოფხვრის. ხოლო, თუ არ აღშფოთდები, მშვიდად უთხარი: „როგორ არ გეშიანია ცოდვისა, უსამართლოდ რომ ეპყრობი მონაზონს? ან იქნებ არ იცი, რომ ისინი ღვთის ხატს ატარებენ და ამით ღმერთს არისხებ?“ ასეთი თქმა ღვთისნიერი იქნება. ღმერთს კი აქვს მისი მორჯულების ძალა, როგორც ეს მისთვისაა სათნო.
link
image

თემა: აღშფოთება

665. როდესაც დავინახავ, რომ ვიღაცა სიწმიდეს შეურაცხყოფს, ან წმინდა სარწმუნოებას გმობს, მაშინ თითქოსდა მოშურნეობის გამო ვღშფოთდები მასზე. რას ნიშნავს ეს?შენ უკვე მოისმინე, რომ გამოსწორება ბოროტებით კი არა, სიკეთით აღესრულება. ამიტომ, ვინც ამას სჩადის, მშვიდად და სულგრძელად უთხარ, და ღვთის შიშით შეაგონე. ხოლო თუ ხედავ, რომ თავად შფოთდები, მაშინ არაფერი არ უნდა უთხრა.
link
image

თემა: აღშფოთება

480. ერთ-ერთ ძმას, მეორე ძმამ, ვისთან ერთადაც ის რაღაც საქმეს აკეთებდა, ეშმაკის ზემოქმედებით გაარტყა, ხოლო მან, აღშფოთებულმა, მასთან ერთად რომ აღარ ემუშავა, მისი მიტოვება განიზრახა და ამის თაობაზე დიდ ბერს ჰკითხა.ძმაო! იმასთან დაკავშირებით, რაზეც შენ მკითხე, ნუ აღშფოთდები, რომ იმ ადამიანს, რომელიც ახლა აზრებითა და ეშმაკისეული შურითაა შეშფოთებული, რაიმე წინდაუხედავად არ მიაგო. ერთ დროს შენც მასავით განცდილი იყავი და აზრებმა წარგიტაცეს: თუ გაიხსენებ, შენ მაშინაც იტანჯებოდი; ამიტომ ახლა შენი ძმა თავის განსაცდელში არ დაამცირო. მრავალი ავადმყოფი, უბნელდება რა გონება ძლიერი ცხელებისაგან, იხსენებს და ამბობს იმას, რაც გონებაში მოუვა, და წყენას აყენებს ჯანმრთელებს, რომლებიც მას ემსახურებიან, და თვითონ ვერც ხვდება ამას, იმიტომ რომ ავადმყოფობა სრულიად ეუფლება მას. და თუ ამ დროს ვინმე მას ექიმის შესახებ ეტყვის, მაშინ ის მკურნალობას არ თანხმდება. ავადმყოფმა არ იცის, რა რა არის მისთვის სასარგებლო და რასაც ეუბნებიან, ფუჭ სიტყვებად მიიჩნევს. როდესაც ჯავრობს ან მრისხანებს, მისთვის საზიანო საჭმელს უფრო ითხოვს, ვიდრე სასარგებლოს, რადგან თავადაც არ იცის, რას აკეთებს. ასევეა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანი, თუმცა ის სულს იღუპავს, მაგრამ მას ეს არ ესმის. როცა ის იმ წმიდანებსაც აჯავრებს და ამცირებს, რომლებიც მის სულს თანაუგრძნობენ, მაშინაც კი ვერ ხვდება რას აკეთებს, რამეთუ მტრის ზემოქმედებამ უკმაყოფილების ვნებით დაათრო, რომელიც მის წინაშე ყოველთვის და ყველაფერს ამახინჯებს, მანამ სანამ იმასაც არ მიაღწევს, რომ ღმრთისაგან განაყენებს მას. ასევეა აღნიშნულ შემთხვევაში. მაგრამ, რადგან ვიცით არა მარტო ეს, არამედ ისიც, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელს ზედამხედველურად უშვებს, რათა მის წინაშე გამოცდილნი წარვსდგეთ, ამიტომ მოყვასი მისი გრძნობისმიერი და აზრობრივი ბრძოლების ჟამს უნდა შევიწყნაროთ, ვინაიდან ნათქვამია: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2). ვინც ავადმყოფს ეთანხმება, ამით ის განა მის ნებას აღასრულებს, ან რაიმე საზიანოს კი არ მისცემს მას, არამედ მისგან მოყენებულ წყენებს ტვირთულობს და ფრთხილობს არ დააზიანოს ის. ასევეა ნახსენებ საქმეში. უძლური ადამიანისთვის ზრუნვა, მისთვის ლოცვაში მდგომარეობს და არა მისი ნება-სურვილის აღსრულებაში, და თუ თვითონ შეურაცხყოფილს ამისთვის ძალები არ ჰყოფნის, მაშინ სთხოვოს იმათ, რომელთაც შეუძლიათ ღმერთის დათანხმება, რომ მან დაიხსნას ის უძლური მასზე მოწეული განსაცდელისაგან, და ასეთი ადამიანი ლაზარეს დებს მართას და მარიამს მიემსგავსება, რომლებიც მეუფეს ძმის აღდგინებისთვის ევედრებოდნენ. ვინც ასე მოიქცევა, არ უნდა იფიქროს, თითქოს მან რაღაც დიდი საქმე გააკეთა, რამეთუ მან მხოლოდ ის მოიმოქმედა, რასაც სხვები მასთან დამოკიდებულებაში ყოველთვის იჩენენ, ანუ: „რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ“ (მათე 7, 2). და შენც, არ იფიქრო, რომ, რადგან შენმა ძმამ დაგარტყა, ამით თითქოს დიდი რამე დაითმინე, რამეთუ ცისა და მიწის უფალმა მრავალი დარტყმა და სხვადასხვა სატანჯველი დაითმინა. თავს ნუ გამოიდებ და შენს ადგილს ნუ მიატოვებ, და ძმა არ მიატოვო, რამეთუ ეს ღვთისნიერი არ იქნება, იმიტომ რომ ამით ეშმაკის ნებას შეასრულებ. თუ ასე გადაწყვეტ, ამით მტერი კი არ დაწყნარდება, არამედ უფრო უარესი ბოროტებისთვის აღიძვრება, რამეთუ ბოროტება არანაირ სიკეთეს არ წარმოშობს. ეს მხოლოდ დაუმორჩილებლობა და უგუნურებაა: „რამეთუ სადა არს შური და ხდომაი, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე“ (იაკ. 3, 16). უკუნისამდე არავინ განიკურნება ამისაგან, გარდა იმისა, ვინც საკუთარ ნებას მოიკვეთს და იღვაწებს, რომ არ იცნობისმოყვარეოს მოყვასის შესახებ და არასოდეს იკითხოს: “რას ნიშნავს ეს ან ის?“ ხოლო ვინც ამბობს: „ეს მეც მსურსო“, ის ეშმაკის შვილი ხდება, ღვთისაგან კი უცხოვდება; ცხადია, მას საკუთარი ნების აღსრულება სურს, და არა ღვთისა. დაე, ღმერთმა დაგიფაროს, ძმაო, გამხნევდი და მთელი სულით ილოცე შენი ძმისთვის და შეიყვარე ის ჩვენი უფლის, ქრისტეს მიერ რომელსაც შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
link