image

თემა: კეთილი საქმეები,  მოწყალება,  სიკვდილის ხსოვნა,  ქველმოქმედება

623. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მეორე ბერს ჰკითხა და უთხრა: ჩემო მამაო, მსურს ჩემი საკუთრების ნაწილი ქველმოქმედებისთვის გავცე. ამიტომ გთხოვ, მითხარი როგორ მოვიქცე, რომ სიხარულით დავბრუნდე სახლში: მცირედ-მცირედ აღვასრულო ქველმოქმედება, თუ ერთ ჯერზე?
ძმაო! მე არ შემიძლია სათანადო პასუხის გაცემა, თუმცა წერილი შეგაგონებს, როდესაც ამბობს: „ნუ ეტყვი შენს ახლობელს: წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ მისაცემელი თანხა გაქვს“ (იგავ. 3, 28). მაგრამ სათნოებათა საზომები განსხვავებულია და თითოეული თავის ძალისაებრ მოქმედებს: ერთ ადამიანს თავისი შემოსავლიდან მცირედის გაცემა შეუძლია, მეორე საკუთრების მეათედს გასცემს, ზოგი მეოთხედს, ზოგი მესამედს, ხოლო ზოგი ნახევარს - თითოეული თავის საზომის მიხედვით. ხოლო ვისაც სრულყოფილი საზომის მიღწევა სურს, მე, უკანასკნელს, ნუ მკითხავს, არამედ ჩვენი სულების მოძღვრისა და ექიმის, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესაგან ისწავლოს, რომელმაც მდიდარ ჭაბუკს უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა, და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა, და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მათე 19, 21). დაე, შენი აზრები სიკვდილის სიახლოვის ხსოვნამ გააძლიეროს, რომელიც არავინ იცის, როდის ეწვევა. სანამ ამ ცხოვრებიდან გავალთ, სიკეთის ქმნას შევეცადოთ, რამეთუ არ ვიცით, რომელ დღეს მოგვიწოდებენ, რათა მოუმზადებელნი არ აღმოვჩნდეთ და ხუთ სულელ ქალწულთან ერთად, კარს მიღმა არ დავრჩეთ, რომელთაც ლამპრები აიღეს, მაგრამ ჭურჭლით ზეთი არ მოუმარაგებიათ. ჩვენი ძალისაებრ იმდენის გაკეთება ვცადოთ, რამდენის საშუალებასაც ჩვენი უძლურება მოგვცემს და ყველასთვის კეთილი მეუფე ბრძენ ქალწულებთან ერთად თავის სასახლეში შეგვიყვანს, რათა ქრისტესთან ერთად ენით აუწერელი სიხარულით გავიხაროთ, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები
10 ნოემბერს არის ხსენება: