ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ქურდობა, სიმშვიდე, მოწყალება, განსაცდელები
გამქურდეს, როგორ შევინარჩუნო სულიერი სიმშვიდე?
ყველანაირად მოერიდეთ იმას, რაც არღვევს სულის სიმშვიდეს. გაგქურდეს? ცოდვაში რომ არ ჩავარდეთ, უკეთესია არავისზე იეჭვოთ, არამედ იფიქრეთ, რომ ეს განსაცდელი, თქვენზე დაიშვა თქვენს გამოსაცდელად და თქვენი რომელიმე ცოდვის გამო. საკუთარი თავის დასამშვიდებად, იფიქრეთ, რომ ეს მოწყალებისათვის გაეცით. დანაკარგის მოთმენა და მშვიდად გადატანა მოწყალების ნებაყოფლობით გაცემას უდრის.