ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: განსაცდელები, წმინდანები
დევნა რომ დაიწყოს, მორწმუნეთაგან ბევრი გახდებოდა მოწამე?
აი, რას წერს ერთი წმიდა მამ ქრისტიანთა დევნაზე ჩვენ დროში: "დღეს დევნა რომ დაიწყოს, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაემორჩილებოდა დროის გარემოებას. ერთნი შეიქნებოდნენ უღირსების დამცველნი და მფარველნი, სხვანი დაიკავებდნენ მეორეხარისხოვან ადგილებს და დაილახვრებოდნენ შიშით, ან დაითრგუნებოდნენ გაჭირვებით; ზოგსაც მოფერებით, ან თავისი უმეცრობის გამო გააბამდნენ მახეში.