image

თემა: რჩევის მიღება,  ღვთის განგება,  წმინდანები

843. როდესაც მამები რაღაცას მეუბნებიან და მეჩვენება, რომ არასამართლიანია, ამასთან ურწმუნოებასთან ბრძოლა მეწყება და ყოველთვის ვეწინააღმდეგები ამ აზრს, ვეუბნები რა საკუთარ თავს: ეს უნდა იყოს ისე, როგორც მამები ამბობენ. ეს რწმენის საქმეა თუ ურწმუნოების?
აზრს თუ ასე პასუხობ, ეს რწმენის საქმეა. მაგრამ აიძულე საკუთარი თავი, რომ როცა მამები გეტყვიან... (აქ ორიგინალის სიძველის გამო სიტყვები არ იკითხება, ბერი პაისის შენიშვნა), ღვთის გარეშე ისინი არაფერს ამბობენ; ხოლო სიფხიზლე დიდია საჭირო, იმიტომ, რომ მაგალითად, თუ ღმერთი ახლა იმას გვეუბნება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს წინამდებარე საქმის ვითარებას შეესაბამება, ხოლო რაღაც დროის გასვლის შემდეგ ის საქმე ცვლილებას განიცდის, მაშინ ვინც მტკიცე არაა რწმენაში, ის ბრკოლდება. ასევეა წმინდანებთან მიმართებაში. ზოგიერთები კი, არ იციან რა ღვთის ძალა და განგება, მათი მეშვეობით რომ აღესრულება, ყოველთვის ამბობენ: რატომ არ თქვეს წმინდანებმა მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ და მხოლოდ საქმის წინამდებარე გარემოებების შესაბამისად ილაპარაკესო. მათ ცვლილებების შემდეგ თუ ჰკითხავენ, მაშინ ისინი სხვაგვარად იტყვიან, როგორც ეს მათმა მასწავლებელმა ბრძანა - უბედურების დათევა აქაბზე, ხოლო როდესაც აქაბი შეიცვალა, ღმერთმაც დაივიწყა თავის რისხვა და თქვა: „არ დავათევ უბედურებას მის სიცოცხლეში“ (3 მეფ. 21, 21, 29). ღმერთზე რაღას იტყვიან ის მიუხვედრელნი, განა მასაც უმეცრებას მიაწერენ? გზა-კვალი ერევათ მათ, არ იციან რა, რომ „განკითხვანი ღმრთისანი უფსკრულ მრავალ და გამოუკულეველ“ (ფს. 35, 7). ამ საიდუმლოებებისა მხოლოდ მართლებს სწამთ და ყველანი როდი დაიტევენ მათ. მაშ, იცოდე ძმაო, რომ ჭეშმარიტი მამები არ მწუხარებენ, როდესაც ზოგიერთები, ღვთის საიდუმლოებათა უცოდინრები, მათ - მამებს მატყუარებად თვლიან, რამეთუ თუ ამას მათთვის სარგებელი არ მოაქვს, არც აზიანებს; ზუსტად ისევე, როგრც დიდებას არ ითვისებენ ისინი, მისდევენ რა თავის მეუფეს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები