კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, ამონარიდები
ძილი თავისთავად ერთია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებისაგან, ჭარბი ჭამისაგან, ეშმაკისაგან, ზოგჯერს კი განსაკუთრებული მარხვისაგან გამომდინარე, რომლითაც ხორცს დააუძლურებენ და შემდეგ ძილის ს... იხილეთ სრულად
როგორც გადაჭარბებული სმა იქცევა ჩვევად, ასევე შეიძლება, გადაჭარბებული ძილი ჩვევად გვექცეს. ამიტომ მის წინააღმდეგ - მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში - განსაკუთრებული ბრძოლა გვმართებს, ძველი ჩვევის აღმოფხვრა უფრო ჭირს.
ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი. როდესაც ნაყროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს.
მღვიძარე მონოზონი გულის ზრახვებზე ნადირობს, მას შეუძლია, ღამის მყუდროებაში დაინახოს და შეიპყროს ისინი
ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.
მშრომელთა სიმდიდრე კალოსა და მარანში იკრიბება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გულმოდგინება ღამის ლოცვაში და გონიერ ღვაწლში.