ძილი თავისთავად ერთია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. შეიძლება იყოს ბუნებისაგან, ჭარბი ჭამისაგან, ეშმაკისაგან, ზოგჯერს კი განსაკუთრებული მარხვისაგან გამომდინარე, რომლითაც ხორცს დააუძლურებენ და შემდეგ ძილის საშუალებით განიმტკიცებენ მას.
სად მიდის მძინარე კაცის ყველა აზრი და გრძნობა? რა იდუმალი მდგომარეობაა ძილი, რომლის დროსაც ხორცი და სული ცოცხლობს და თან არ ცოცხლობს, თითქოს მკვდარია? ძილი ისეთივე გაუგებარი რამ არის, როგორიც სიკვდილი. ამ დროს სული ისვენებს, ივიწყებს უმძიმეს ამქვეყნიურ საფიქრალს და საწუხარს - თავისი საუკუნო განსვენების ხატად. ხოლო ხორცი? თუკი იგი ძილისაგან იღვიძებს, მაშ უსათუოდ აღსდგება მკვდრეთითაც.
სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს; ხშირად კი ისე ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეობის შესახებ არ მსურდა საუბარი, მაგრამ ვიღაცამ მაიძულა, რომ ეს მეთქვა. სული, რომელიც დღისით გაუჩერებლივ ღვთის სიტყვას შეიმეცნებს, ჩვეულებრივ ძილის დროსაც ამავე საქმიანობას აგრძელებს და ეს მეორე არის ჭეშმარიტი ჯი...
ბერები ამბობენ, მოყვასის დამშვიდება სათნოებაა და თანაც დიდი სათნოებაო; განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ძმა ნაყროვანებამ ან თავშეუკავებლობამ დაამარცხოს. სხეულს რამდენიც სჭირდება, იმდენი მიეცი და დღეში სამჯერაც რომ ჭამო, არ დაზიანდები. თუ ადამიანი დღეში ერთხელ, მაგრამ განუკითხავად ჭამს, მაშინ რა სარგებელი აქვს? თავისუფლად ჰკითხე ბერს, რა სურს მას. როდესაც თქვენ, ორივე ღვთისნიერად ცხოვრობთ, მაშინ მანაც შენთან ღვთის შიშით გუ...