კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი. როდესაც ნაყროვანი სუფრას ხედავს, მისკენ მირბის, ხოლო ლოცვისმოყვარე მისვლას აგვიანებს.
ჭარბი ძილი გულმავიწყობას იწვევს, მღვიძარება კი გონებას წმენდს. ჭარბი ძილი ბოროტი მეუღლეა, რადგან ზარმაცებს მათი ცხოვრების ნახევარს სტაცებს.
მშრომელთა სიმდიდრე კალოსა და მარანში იკრიბება, ხოლო მონაზონთა სიმდიდრე და გულმოდგინება ღამის ლოცვაში და გონიერ ღვაწლში.
უმაქნისი მონაზონი მრავალმეტყველებაში გამოცდილი და გულმოდგინეა, ხოლო როდესაც კითხვის დრო მოახლოვდება, თვლემას თავს ვეღარ აღწევს.
როგორც მეორედ მოსვლის საყვირი აღადგენს მკვდრებს, იმგვარადვე აფხიზლებს უმაქნისს ამაოდმეტყველება.
ვაჭრობის ბოლოს ითვლის ვაჭარი მოგებას, ხოლო გულმოდგინე და მღვიძარე მონაზონი კანონის აღსრულების შემდეგ დაითვლის მისგან მიღებულ სარგებელს.
სიფხიზლისას ხშირი ფსალმუნების ჩვეულება იწვევს იმას, რომ ძილის დროსაც თავში ფსალმუნის სიტყვები გვიტრიალებს, ხშირად კი ისე ხდება, რომ ეშმაკები წარმოგვიდგენენ მათ გონებაში, რათა ამპარტავნებაში ჩაგვაგდონ. ხოლო მესამე სულიერი მდგომარეო... იხილეთ სრულად
ლოცვის შემდეგ ყურადღებას ნუ მოადუნებ და ნახავ გარშემორტყმულ ეშმაკთა სიმრავლეს, რათა ჩვენს გულში ბილწი აზრები დათესონ და შური იძიონ, იმის გამო ლოცვისას რომ გავუმკლავდით და ვძლიეთ მათ. მცველად დადექი და ნახავ მათ, ვინც გამუდმებით გა... იხილეთ სრულად