კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპარტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებს, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ
ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან
სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.
როდესაც ბოროტი სული ესხმის თავს კაცს, მაშინ მისი ხორცი შიშობს, ხოლო, როდესაც ანგელოზი მიდის მასთან, სული სიმდაბლით ხარობს, ამიტომ როდესაც ამ საშუალებით შევიცნობთ ღვთის ანგელოზის მოსვლას უნდა ვიჩქაროთ და სალოცავად წავიდეთ, რადგან კ... იხილეთ სრულად
13. "შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა" (იობ. 4, 15). - ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.
ზოგჯერ ჯერ სულს იპყრობს შიში, ზოგჯერ კი - ჯერ ხორცს. ხოლო მეორეს ამ ვნებას იგი გადასცემს, რომელიც პირველად მიიღებს მას.
არც ღამის სიბნელე და არც ადგილის უდაბურება არ აძლევს ჩვენზედ ძალას ეშმაკს, არამედ - სულის უნაყოფობა და ზოგჯერ კი ეს ღვთის დაშვებითა და მისი განგებულებით ჩვენს განსასწავლად ხდება
ვინც ღვთის მონაა, მას მხოლოდ თავისი მეუფისა ეშინია, ხოლო ვისაც მეუფის შიში არა აქვს, მას საკუთარი ჩრდილიც აშინებს.
როდესაც ხორცი შეძრწუნდება და სული კი შიშს არ მიიღებს, მაშინ ამ სენისგან გათავისუფლება ადვილია, მაგრამ თუ ყოველთვის - მოულოდნელ უბედურებასა და ოცნებას - შემუსვრილი გულით უშიშრად ვიტვირთავთ და არაფრად ჩავაგდებთ, მაშინ ჭეშმარიტად დაგ... იხილეთ სრულად