კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
ვიდრე ამისგან არ გავთავისუფლდებით, ძმებთას ერთად ლოცვას ნუ მივატოვებთ, რადგან ხშირად სირცხვილის გამო მაინც არ მივცემთ თავს ძილის ნებას.
მონაზვნობის გზას ახლადშედგომილთ ძლიერად ებრძვის, რათა იმთავითვე სიზარმაცეს მიაჩვიოს, ან სიძვის ეშმაკს მოუმზადოს მათში ადგილი.
ძილის მტანჯველი სული ცბიერი მეგობარია, რადგან ჭამა - სმის დროს ტაბლასთან გვიზიდავს, ხოლო მარხვისა და ლოცვისას ძლიერად გვებრძვის. ლოცვის დროს იგი ხელსაქმეს გაახსენებს, რომ ძილი მისი საშუალებით გააფრთხოს
გზას რომ გაუდგები, ლოცვით შეიარაღდია და როდესაც მიხვალ, ხელი აღუპყარ უფალს და ჰგვემე მტერი იესო ქრისტეს სახელით, რადგან ცის ქვეშ და მიწის პირზე ამაზე ძლიერი იარაღი არ არსებობს.
როდესაც ამ სენისგან განთავისუფლდები, ადიდე მხსნელი, რადგან თუკი მადლობას შესწირავ, საუკუნოდ დაგიცავს იგი
მგლოვიარე და მგრძნობიარე გულმა შიში საერთოდ არ იცის, ხოლო ამპარტავანი შიშისგან კრთის, რადგან უფალი სამართლიანად მოუვლენს მას ამპარტავნებს, რომ სხვებიც შეშინდნენ და სიმდაბლე ისწავლონ