კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
თუკი პატივმოყვარების უდიდესი გამოვლინებაა თავის წარმოჩენა მაშინაც კი, როცა მაყურებელი არავინაა, სიმდაბლე იმით განისაზღვრება, რომ ერის სიმრავლეშიც კი არ სურდეს კაცს თავის გამოჩენა.
თუკი ამპარტავნების ნიშანი უმნიშვნელო საქმეებით ყოყოჩობაა, სიმდაბლის ნიშანია ის, რომ საკუთარი დიდი საქმეებიც კი არად შერაცხოს კაცმა.
თუკი ვნებულობა ის არის, რომ ეშმაკის მიერ დათესილ ყოველ სიტყვას ადამიანი მაშინათვე ემორჩილება, წმიდა უვნებელობის ნიშნად უნდა მივიჩნიოდ, თუ ვინმე დავითთან ერთად იტყვის: "გარე-მიქცევა ბოროტისაგან მე არა უწყოდე". არც ის ვიცი, რისთვის ... იხილეთ სრულად
ვინც ამ ქვეყნად ამ ზომას მიაღწევს, მასწავლებლად მას ღმერთი ჰყავს, რომელიც მას ყოველ სიტყვას, საქმესა და ზრახვას ხელმძღვანელობს. ასეთი ადამიანი შინაგანი გასხივოსნების საშუალებით შეიცნობს ღვთის ნებას, თითქოს მას ესმის რაღაც ხმა, რომ... იხილეთ სრულად
უვნებელობის შესახებ ბევრი ვის ეთქმის, თუ არა მას, ვინც კეთილი ღვაწლით იღვაწა, სრბა აღასრულა, მართალი სარწმუნოება დაიმარხა და ამბობს: "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე".
ისევე, როგორც შეიძლებელია, მხოლოდ ერთი ქვით მეფისთვის გვირგვინის დამზადება, ასევე შეუძლებელია უვნებელობა, თუ კაცს რომელიმე სათნოება უგულებელუყვია.
უვნებელობა ისე წარმოიდგინე, როგორც რომელიმე დიდი მეფის სასახლე, მასში მრავალი სავანეა, ხოლო გალავანი ამ ზეციური იერუსალიმისა ცოდვათა მიტევებაა.
ვისწრაფოთ, ძმებო, გევედრებით, ვისწრაფოთ, რათა ამ სასახლის კარიბჭეში შესვლის ნება მოგვცენ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი ბოროტი ჩვეულებებისა და ცოდვების სიმძიმისაგან ამ სასახლესი შესვლის უფლებას მოვაკლდით, იმას მაინც ვეცადოთ, რომ ... იხილეთ სრულად
ჰოი, საყვარელნო, დავარღვიოთ ის შუა კედელი, რომელიც ჩვენი ურჩობით ბოროტად აღვმართედ და ცოდვათა შენდობა მივიღოთ, რადგანაც " არა არს ლხინება" და არც სინანული ჯოჯოხეთში. ძმებო, დავტოვოთ ყოველგვარი მიზეზი, რადგან ჩვენ მათ შორის ვართ შე... იხილეთ სრულად