წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი) - უვნებელობა
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)

თემა: უვნებელობა

ვისწრაფოთ, ძმებო, გევედრებით, ვისწრაფოთ, რათა ამ სასახლის კარიბჭეში შესვლის ნება მოგვცენ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ჩვენი ბოროტი ჩვეულებებისა და ცოდვების სიმძიმისაგან ამ სასახლესი შესვლის უფლებას მოვაკლდით, იმას მაინც ვეცადოთ, რომ სასახლის სიახლოვეს, რომელიმე სავანეში დავიმკვიდროთ ადგილი, ხოლო თუ იქაც ვერ შევაღწევთ, ის მაინც მოვახერხოთ, რომ გალავნის გარეთ არ დავრჩეთ, არამედ ყოველგვარი ღონისძიებით შევძლოთ გალავანში შეღწევა, რადგანაც ვინც აღსასრულამდე ვერ შეძლებს იქ შესვლას, უდაბნოში აღმოჩნდება და მხეცები შეჭამენ. ამიტომ ლოცულობდა წინასწარმეტყველი: "ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა". ხოლო მეორე წინასწარმეტყველი ღვთისაგან გვეუბნება: "არა ცოდვანი თქვენნი არიანა განმაშორებელ შორის ჩემსა და თქუენსა"
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები