კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
ქალწულების სიწმიდესაც უვნებელობა ეწოდება და - სამართლადაც, რადგანაც ის საყოველთაო აღდგომისა და ხრწნადთა უხრწნელების დასაწყისია.
სამოთხის ნათლის ხილვამდე ვინ გახდა ამგვარი უვნებელობის ღირსი როგორც ისააკ ასური, რადგან წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე დიდი და სახელოვანი დავითი მიმართავდა უფალს: "მილხინე მე, რათა განმისვენო". ეს დიდი მოღვაწე კი ეუბნებოდა ღმერთს... იხილეთ სრულად
უვნებელობა აქვს იმ სულს, რომელიც ისევე მხურვალეა სათნოებების მიმართ, როგორც ვნებული - გულისთქმებთან მიმართებებში.
თუკი სიძვისმოყვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი თვით პირუტყვისა და უსულო საგნების მიმართაც კი ვნებას განიცდის, სრული სიწმიდის საზღვარი ის იქნება რომ ადამიანი ყოველივეს, როგორც უსულოს, ისე უცქირდე.
თუკი ვერცხლისმოყვარების საზღვარი ის არის, რომ ადამიანი არ ცხრება და არ ძღება შეგროვებით, სრული უპოვარების საზღვარი ისაა, რომ კაცი საკუთარი ხორცის გაცემასაც არ ერიდება.
თუკი უდიდესი მოწყინება იმით გამოიხატება, რომ დასვენების დროსაც კი მოუთმენლობას აჩენს, მოთმინების უმაღლესი ზომა ისაა, რომ ჭირის დროსაც კი თავს ნუგეშინისცემულად მიიჩნევ.