სულგრძელება - ციტატები, გამონათქვამები
სულგრძელება - ციტატები, გამონათქვამები სულგრძელება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.
სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან.
ყოველგვარი უსიამოვნება, რომელიც კი სულგრძელ ადამიანს ატყდება თავს, სწრაფად ქრება.
პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს.
„ლოცვასა განკრძალულ იყვენით“ (რომ. 12, 12). ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელობა სჭირდება.
ილოცე, რომ უფალმა მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრე გაგიმრავლოს, ამ საგანძურით კი სხვებსაც გაამდიდრებ.
ასე ვსწავლობთ ყველა განსაცდელში მოთმინება და სულგრძელობაა საჭირო, რომ მისი დასრულებისას ზუსტად გავარკვიოთ, თუ რა იმალებოდა მასში. ხშირად ისეთი განსაცდელი გვეძლევა, რომელსაც გარეგნულად არ ეტყობა, რომ რაიმე მაცხონებელს მალავს, შემდე... იხილეთ სრულად
მოთმინება, სულგრძელობა, კეთილგონიერება და კეთილგანწყობა გვმართებს, რომ გაიაროს განსაცდელმა. სიყვარული, თანადგომა, ძვირუხსენებლობა მოდიოდეს შენგან და ღმერთი ყველაფერს ისე მოაგვარებს, როგორც ჩვენს სულებს სჭირდება.