როგორც დიდი ხნის ავადმყოფისათვის შეუძლებელია, რომ თავდაპირველი ჯამრთელობა და ძალა წამიერად დაიბრუნოს, ასევე შეუძლებელია, რომ ვნებებში ჩაფლულმა ადამიანმა წამიერად მოსრას საკუთარ თავში ვნებები.
კარგად შეისწავლე შენში არსებული ყოველი სათნოებისა თუ ვნების სიმცირე და სიდიდე, ამის შემდეგ კი მათ ზრდასა და შემცირებას დააკვირდი და ამგვარად შეიტყობ მათ ზომასა და წარმატებას.
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამ...
იხილეთ სრულად
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამასთან მოუნათლავებს ვერ ამხელს ძლიერად, არამედ - მხოლოდ სუსტად, თუკი მონათლული ყურს მიუგდებს, ბოროტებას ამცირებს იგი, ბოროტების შემცირება მის მიმართ სიძულვილს იწვევს, ბოროტების მოძულება კი სინანულის დასაწყისია, სინანულის ...
რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან. მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი ამ უწმინდუ...
იხილეთ სრულად
რადგანაც არაწმიდა ვნებებს დავემონეთ და დავემორჩილეთ, ამიტომ ნაკლებად ვიცით მზაკვრობა და მოხერხებულობა იმ ბოროტი სულებისა, რომლებიც საბრალო სულს ეუფლებიან. მაგრამ არიან ისეთები, ვინც სულიწმიდის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი ამ უწმინდურისაგან, იციან მათი ხერხები, რადგანაც სულ სხვაა, როდესაც ვინმე ტკივილისა და სნეულების გადატანით იგრძნობს ჯამთელობის მთელ სიხარულს და სულ სხვაა, როდესაც ვინმე ჯამრთელობის სიხარულით შეიცნობს და წამოიდგენს ავადმყოფობის მთელ...
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხო...
იხილეთ სრულად
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან კარგად იცის ზემოთქმულის შესახებ, ხოლო მას, ვინც დაყუდების საქმეში ჯერ კიდევ ჩვილია, ეს სიკეთე ჯერაც არ უგემია და ვერც შეუცვნია.
link
აი ჩვენ, უმეცრების ღრმა უფსკრულში მდებარენი და ვნებათა წყვდიადით მოცულნი, ჩვენი კადნიერებიდან გამომდინარე უკვე ზეციური სამყაროს შესახებ, რომელსაც უვნებელობას ვუწოდებთ - სიბრძნისმეტყველებასაც ვბედავთ, ხილულ ზეცას ვარსკვლავები ამკობ...
იხილეთ სრულად
აი ჩვენ, უმეცრების ღრმა უფსკრულში მდებარენი და ვნებათა წყვდიადით მოცულნი, ჩვენი კადნიერებიდან გამომდინარე უკვე ზეციური სამყაროს შესახებ, რომელსაც უვნებელობას ვუწოდებთ - სიბრძნისმეტყველებასაც ვბედავთ, ხილულ ზეცას ვარსკვლავები ამკობენ, უხილავს კი - სათნოებები, რადგანაც მე უვნებელობას სხვანაირად ვერ წარმოვისახავ, თუ არა - გონებისა და გულის ზეცად, რომელსაც ეშმაკის ყოველგვარი ბრძოლა ნიავად მიუჩნევია.
ჭეშმარიტი უვნებელი ის არის, ვისაც ხორცი უვნებელი და სრულიად უხრწნელი აქვს, ვინც გონება ყოველგვარ ქმნილებაზე აღამაღლა, ყოველგვარი გრძნობა გონებას დაუმორჩილა, სული კი უფლის წინაშე წარადგინა და გამუდმებით მისკენ ისწრაფის ისე, რომ ზოგ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი უვნებელი ის არის, ვისაც ხორცი უვნებელი და სრულიად უხრწნელი აქვს, ვინც გონება ყოველგვარ ქმნილებაზე აღამაღლა, ყოველგვარი გრძნობა გონებას დაუმორჩილა, სული კი უფლის წინაშე წარადგინა და გამუდმებით მისკენ ისწრაფის ისე, რომ ზოგჯერ ეს მის ძალებსაც კი აღემატება, ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ უვნებელობა სულის აღდგომაა აღდგომამდე ხორცისა, სხვები კი იმასაც იტყვიან, რომ უვნებელობა ღვთის შეცნობაა ანგელოზთა მსგავსად, ანდა - მათზე ოდნავ ნაკლებად.
ამის შესახებ მიამბობდა ერთი ვინმე, ვინც ეს იგემა: ეს სისრულე - სრულთა დაუსრულებელი სრულყოფა, როდესაც ეწვევა ადამიანს, იმდენად აღიტაცებს გონებას ყოველგვარი ქვეყნიური ნივთიერებისგან, რომ ხშირად მაშინაც, როდესაც ზეციურ ნავსაყუდელს მი...
იხილეთ სრულად
ამის შესახებ მიამბობდა ერთი ვინმე, ვინც ეს იგემა: ეს სისრულე - სრულთა დაუსრულებელი სრულყოფა, როდესაც ეწვევა ადამიანს, იმდენად აღიტაცებს გონებას ყოველგვარი ქვეყნიური ნივთიერებისგან, რომ ხშირად მაშინაც, როდესაც ზეციურ ნავსაყუდელს მიაღწევს, ხორციელი ცხოვრებიდან ზეცად ამაღლებული ეძლევა ჭვრეტას, სწორედ ამის შესახებ ამბობს ის, ვინც ეს იგემა, "ღმრთისა ძლიერნი ქუეყანით ფრიად ამაღლდეს".