
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სინდისი
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამასთან მოუნათლავებს ვერ ამხელს ძლიერად, არამედ - მხოლოდ სუსტად, თუკი მონათლული ყურს მიუგდებს, ბოროტებას ამცირებს იგი, ბოროტების შემცირება მის მიმართ სიძულვილს იწვევს, ბოროტების მოძულება კი სინანულის დასაწყისია, სინანულის დასაწყისი კი ცხონების დასაბამია, ის განწმენდს გონებას, გონების განწმენდა მოღვაწეობის მშობელია, მოღვაწეობა არის დასაბამი სათნოებათა - ყვავილი სულისა, შიში მცნებათა აღსრულებას შობს, მცნებათა აღსრულება სიყვარულის ნიშანია, სიყვარულის დასაბამი სიმდაბლის გამრავლებაა, სიმდაბლის სიმრავლე კი - დედაა უვნებელობისა, უვნებელობის მიღწევა კი სიყვარულის სისრულეა, სიყვარულის სისრულე არის სრული დამკვიდრება ღვთისა მათ შორის, ვინც უვნებელობაის საშუალებით გახდნენ "წმიდანი გულითა", რომელთაც "ღმერთი იხილონ". დიდება მას, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.