თევზი ცდილობს ბადეს გაექცეს, ხოლო სიძვისმოყვარე სული მუდამ დაყუდებას გაურბის.
დაყუდებაი განსუენებაი არს სულისაი. უღელი არს სულმცირე და ტვირთი სუბუქი, რომელი განუსუენებს მტვირთველთა მისთა. დაყუდებაი სიხარული არს სულისაი და მხიარულებაი გულისაი. დაყუდებაი აღვირი არს სასმენელთა და სახედველთაი და ენისაი. დაყუდებ...
იხილეთ სრულად
დაყუდებაი განსუენებაი არს სულისაი. უღელი არს სულმცირე და ტვირთი სუბუქი, რომელი განუსუენებს მტვირთველთა მისთა. დაყუდებაი სიხარული არს სულისაი და მხიარულებაი გულისაი. დაყუდებაი აღვირი არს სასმენელთა და სახედველთაი და ენისაი. დაყუდებაი მტერი არს ამპარტავანობისაი და მბრძოლი ცუდად დიდებისა და კადნიერებისაი
link
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან არგათ იცის ზემოთქმულის შესახებ, ხოლ...
იხილეთ სრულად
დაყუდების მოყვარეს აქვს მეტად მხნე და ვაჟკაცური ზრახვა, რომელიც მტკიცედ დგას მისი გულის კართან და მოახლოებულ აზრებს ან განდევნის, ან - კლავს. ვინც გულისხმიერებით აღასრულებს დაყუდების ღვაწლს, მან არგათ იცის ზემოთქმულის შესახებ, ხოლო მას, ვინც დაყუდების საქმეში კერ კიდევ ჩვილია, ეს სიკეთე ჯერაც არ უგემია და ვერც შეუცვნია.
link
დაყუდებაი დედაი არს ძლიერებისაი და მშობელი ახოვნებისაი მტერთა წყობასა. დაყუდებაი საკრველი არს ვნებათაი და მოქლონი გულის-თქუმათაი. დაყუდებაი მუშაკი არს უძილი და მოქმედი ყოვლისა საქმისა კეთილისაი. დაყუდებაი მოძღუარი არს უპოვრებისაი ...
იხილეთ სრულად
დაყუდებაი დედაი არს ძლიერებისაი და მშობელი ახოვნებისაი მტერთა წყობასა. დაყუდებაი საკრველი არს ვნებათაი და მოქლონი გულის-თქუმათაი. დაყუდებაი მუშაკი არს უძილი და მოქმედი ყოვლისა საქმისა კეთილისაი. დაყუდებაი მოძღუარი არს უპოვრებისაი და მასწავლელი სულგრძელებისი, დაყუდებაი მტილი არს შუენიერი სავსე ნაყოფითა კეთილითა. დაყუდებაი და შიში ღმრთისაი გოდოლ მტკიცე არიან წინაშე პირსა მტერისასა, შესავედრებელ მოღუაწეთა მეუფისა მის ცათაისა, მომპოვნებელ გვირგვინის...
link
სრული დაყუდება არის ჯვარი, რომელზეც ადამიანი ჯვარს უნდა ეცვას ყველა მისი ვნებითა და გულისთქმით. მაგრამ დაფიქრდი, რამდენი გინება და შეურაცხყოფა დაითმინა უფალმა, ვიდრე ჯვარზე ავიდოდა. ასევე, ვერც ჩვენ მოვიპოვებთ სრულ დაყუდებას და არ...
იხილეთ სრულად
სრული დაყუდება არის ჯვარი, რომელზეც ადამიანი ჯვარს უნდა ეცვას ყველა მისი ვნებითა და გულისთქმით. მაგრამ დაფიქრდი, რამდენი გინება და შეურაცხყოფა დაითმინა უფალმა, ვიდრე ჯვარზე ავიდოდა. ასევე, ვერც ჩვენ მოვიპოვებთ სრულ დაყუდებას და არც წმინდა სრულყოფილების იმედი უნდა გვქონდეს, თუ მანამდე ქრისტესთან ერთად არ ვევნებით. ხომ ამბობს მოციქული: "უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მას თანაცა ვიდიდნეთ" (რომ. 8,17). სხვა გზა არ არსებობს. ვინც დაყუდების ღვაწლს შეუდგა, უნდ...
link
ჰე ძმაო, მოიგე თავისა შენისა ესე ნაწილი პატიოსანი, რომელი გამოირჩია მარიამ, დამან ლაზარესმან. რამეთუ ესე მარიამ დაყუდებულ იყო, რაჟამს ჯდა იგი ფერხთა თანა უფლისათა; იგინი ხოლო მარტოდ ეპყრნეს და მათ ოდენ შევრდომილ იყო. ამისთვის აქო ...
იხილეთ სრულად
ჰე ძმაო, მოიგე თავისა შენისა ესე ნაწილი პატიოსანი, რომელი გამოირჩია მარიამ, დამან ლაზარესმან. რამეთუ ესე მარიამ დაყუდებულ იყო, რაჟამს ჯდა იგი ფერხთა თანა უფლისათა; იგინი ხოლო მარტოდ ეპყრნეს და მათ ოდენ შევრდომილ იყო. ამისთვის აქო იგი უფალმან და თქუა, ვიტარმედ: „მარიამ კეთილი ნაყოფი გამოირჩია თავისა თვისისაი, რომელი არაოდეს მიეღოს მისგან“ (ლუკა 10,42). აწ უკუე მოიგე ესე და იშუებდ ღმრთისა შენისა, დაჯედ ფერხთა მისთა თანა და შეევედრე მათ ხოლო, რაითა ...
link
საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაი ვითარცა ზღუდე რვალისაი, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაი შიშითა ღმრთისაითა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნე...
იხილეთ სრულად
საყუარელნო ძმანო ჩემნო, მოიგეთ დაყუდებაი ვითარცა ზღუდე რვალისაი, მტკიცე, რამეთუ დაყუდებამან ზეშთა გყოს შენ ვნებათა, რამეთუ შენ ზეშთა ეწყობი და იგი არს ქუეშე შენსა. მოიგე უკუე დაყუდებაი შიშითა ღმრთისაითა და ვერ შემძლებელ იქმნენ ვნებად შენდა ისარნი მტერისანი, რამეთუ იდეს შეიერთნენ დაყუდებაი და შიში ღმრთისაი, ექმნენ იგინი ეტლ ცეცხლისა მომგებელთა მისთა ზეცად აღმყვანებელ, და ესე ისწავე ელია წინასწარმეტყუელისაგან, რომელმან-იგი შეიყუარა დაყუდებაი და შიშ...
link
დაყუდებაი თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაი. დაყუდებაი მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაი სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თვისისანი. დაყუდებაი მომპოვნებელი არს ცრემლთაი და დედაი ტირილ...
იხილეთ სრულად
დაყუდებაი თავი არს შიშისა ღმრთისა მოგებისაი. დაყუდებაი მიმყვანებელი არს გზასა სინანულისასა, დაყუდებაი სარკე არს ცოდვათა სახილავი, რომელმან უჩუენნის კაცსა ცოდვანი თავისა თვისისანი. დაყუდებაი მომპოვნებელი არს ცრემლთაი და დედაი ტირილისაი. დაყუდებაი მშობელი არს ყუდროებისაი, დაყუდებაი სამკვიდრებელი არს სიმდაბლისაი და შესავედრებელი მოთმინებისაი. დაყუდებაი კეთილი მოძღუარი არს მასწავლელი სათნოებათაი. დაყუდებაი შიშსა თანა ღმრთისასა განმანათლებელ არს გონ...
link
გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, საიყუარელნო ღმრთისანო, რაითა ყოველსა ჟამსა იხსენებდეთ თქუმულსა ამას სარწმუნოებისათვის და სასოებისა და სიყუარულისა და სიმდაბლისა, რაითა შეჰკრბებოდით ყოველსა ჟამსა ლოცვად შიშითა ღმრთისაითა და სწავლითა წ...
იხილეთ სრულად
გევედრები თქუენ, ძმანო ჩემნო, საიყუარელნო ღმრთისანო, რაითა ყოველსა ჟამსა იხსენებდეთ თქუმულსა ამას სარწმუნოებისათვის და სასოებისა და სიყუარულისა და სიმდაბლისა, რაითა შეჰკრბებოდით ყოველსა ჟამსა ლოცვად შიშითა ღმრთისაითა და სწავლითა წიგნთა საღმრთოთაითა და დაყუდებითა. რამეთუ ოდეს განამრავლოთ და გარდაჰმატოთ ამას, არა იყუნეთ თქუენ ცალიერ და არცა უნაყოფო ცნობითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რამეთუ ყოველმან მონაზონმან, რომელმან ესე არა მოიგოს, არამედ უ...
link
ჰე ძმაო, მოიგე ესე, რომელი უტკბოის თაფლისა არს, რამეთუ პური ხოლო და მარილი დაყუდებით და განსუენებით, უფროის და უზეშთაეს არს მრავალთა სანოვაგეთა და საშუებელთა გემოვანთა ურვასა შინა და მწუხარებასა და შფოთთა სოფლისათა. ისმინე, რაი-იგ...
იხილეთ სრულად
ჰე ძმაო, მოიგე ესე, რომელი უტკბოის თაფლისა არს, რამეთუ პური ხოლო და მარილი დაყუდებით და განსუენებით, უფროის და უზეშთაეს არს მრავალთა სანოვაგეთა და საშუებელთა გემოვანთა ურვასა შინა და მწუხარებასა და შფოთთა სოფლისათა. ისმინე, რაი-იგი თქუა უფალმან სახარებასა შინა: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და რომელთა ტვირთი მძიმე გეტვირთოს, და მე განგისუენო თქუენ“ (მათე 11,28). რამეთუ ღმერთსა ჰნებავს განსუენებაი თქუენი მწუხარებათაგან და ურვათა ამის სოფლისათა....
link