image

თემა: წმინდანები

430. როდესაც წმინდა მოწამეთა ნაწილებთან ახლოს ვარ, აზრი არ მასვენებს და მათთან რამოდენიმეჯერ მისვლას და თაყვანისცემას მაიძულებს. და რამდენჯერაც შორიახლოს გავივლი, თავის მოხრას ჩამაგონებს. უნდა მოვიქცე ასე თუ არა?
ასე უნდა მოიქცე, რამეთუ ერთი თაყვანისცემა საკმარისია. ამიტომ, ამ აზრს განსაკუთრებით მაშინ არ უნდა მოუსმინო, როდესაც დაწყნარებული ხარ და საკუთარი სურვილით სამჯერ სცემ თაყვანს. ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რომ ყველაფერი რაც შფოთით და მღელვარებით კეთდება და რაც ზედმეტია, დემონებისაგან მომდინარეობს. ასევე, თავის მოხრაც ერთხელ საკმარისია, ან თუ მეტი, ისიც სამჯერ, და არა იძულებით, როგორც ამას აზრი ჩაგაგონებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები