ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: აზრები, ბოროტი აზრები
429. რას ნიშნავს ერთ-ერთი წმინდანის ნათქვამი: ჩვენ იმის გამო კი არ დაგვსჯიან, ჩვენში აზრები რომ შემოდიან, არამედ იმას მოგვკითხავენ ცუდ მიმართულებას რომ ვაძლევთ მათ. ერთ-ერთ ძმას კი აბბა იოსებმა უთხრა: მაშინვე მოიკვეთე აზრებიო; ხოლო სხვას: ჯერ შემოუშვი, შემდეგ შეებრძოლე და გამოცდილებას შეიძენო.
სიტყვები: „ჩვენში აზრები შემოდიან“ - ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენში ითესება და ეს ჯერ არ მოგვეკითხება. მათთან დათანხმება კი იმას ნიშნავს, რომ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ, რისთვისაც დავისჯებით. რაც შეეხება აზრების შემოშვებასა და მოკვეთას შორის სხვაობას, ის შემდეგია: მათი შემოშვება მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც შეწინააღმდეგების და ბრძოლის ძალა აქვს და არ მარცხდება; ხოლო ვინც უძლურია და ამას ვერ სძლევს, არამედ აზრებს ეთანხმება, მან ღმერთს უნდა მოუხმოს და მოიკვეთოს ისინი.