თემა: ბოროტი აზრები დაცარიელებული მიწა ეკალ-ბარდებითაა სავსე, მოუვლელი სული კი - არაწმიდა აზრებით. link
თემა: ბოროტი აზრები 199. უცხო უკეთურება არ შეგვმატებს ცოდვას, თუ ჩვენ უკეთური აზრებით არ მივიღებთ მას. link
თემა: ბოროტი აზრები საკუთარ თავში ცოდვილი აზრები უნდა დავთრგუნოთ, რათა მათ ცოდვილ საქმეებამდე არ მიგვიყვანონ. link
თემა: ბოროტი აზრები მზაკვარ აზრს ისევე არ უნდა მისცე სულში გაზრდის საშუალება, როგორც ბალახს - ბოსტნეულის კვალში. link
თემა: ბოროტი აზრები სამყაროს შექმნიდან დღემდე ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ შეწყვეტილა და იგი სულ უფრო და უფრო მძაფრ ფორმებს იღებს. link
თემა: ბოროტი აზრები 118. შეცოდებისას დაადანაშაულე არა საქმე, არამედ აზრი, რადგან გონება რომ წინამორბედი არ ყოფილიყო, არც სხეული მიჰყვებოდა მას. link
თემა: ბოროტი აზრები 89. გახანგრძლივებული აზრი ააშკარავებს ადამიანის ვნებისმოყვარეობას, მყისვე აღმოფხვრილი კი მოასწავებს ბრძოლასა და წინააღმდეგობას. link
თემა: ბოროტი აზრები გულისთქმა მხოლოდ ცოდვა არ არის, იგი ცოდვის დასაბამია, ცოდვის თესლია და ძირი. გულთამხილავი ღმერთი იმათაც ამხელს, ვინც ბოროტს ფიქრად გაივლებს. link