წყარო:
მამობრივი დარიგებანი
სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს!
სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს!
ჩვენმა წმინდა მამებმა ისმინეს უფლის სიტყვები, რომ გულიდან გამოდის ადამიანის შემაგინებელი გულისსიტყვები (მათ. 15, 19) და კიდევ: სასმისი შიგნიდან უნდა გაიწმინდოს, რომ გარედანაც გასუფთავდეს (მათ. 23, 26), ამიტომ მიატოვეს ყველა სხვა სულიერი შრომა და მთლიანად ამ საქმეს – გულის დაცვას მიუძღვნეს თავი, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ ღვაწლით ნებისმიერ სხვა სათნოებასაც იოლად შეიძენდნენ.