ავტორი:
წმ. ზოსიმე პალესტინელი
თემა: განსაცდელები, შეურაცხყოფა
959. რას გვეტყვით ისეთი ადაიანის შესახებ, რომელიც იმაზე კი არ წუხს, რომ შეურაცხყვეს, არამედ იმას განიცდის, რომ განსაცდელის მამაცურად გადატანა გასჭირვებია?
ეშმაკნი შიშისაგან ძრწიან, როცა ხედავენ, რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყვეს და მიაყენეს ზიანი, იმაზე კი არ წუხს, თუ რად შეემთხვა ეს, არამედ იმას განიცდის, რომ უჭირს მამაცურად გადაიტანოს განსაცდელი; რამეთუ ბოროტი სულნი მასში ჭეშმარიტების გზაზე მდგომ ქრისტეს მიმდევარს ხედავენ, რომელსაც სურს ერთგულად აღასრულოს უფლის მცნებანი.