ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: ღვთის აღიარება, შეურაცხყოფა, სიძულვილი
შეიძლება იყოს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფა და სიძულვილი ქების ტოლფასია?
დიახ, ცხოვრებაში არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქრისტეს მტრების მხრიდან ლანძღვა-გინება და სიძულვილი ღვთის მონებისთვის ყველაზე აღმატებული ქებაა. ნუ გრცხვენია იმის აღიარება, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე და ეკლესიური ხარ, ნუ სდევ წუთისოფლის მირაჟს და დამყაყებულ დიდებას, ნუ ესწრაფი თანამედროვე განათლებული ადამიანის სახელის მოხვეჭას, ნუ შეგეშინდება ყველაგან და ყოველთვის ეკლესიის დაცვა.