image

თემა: ღვთის აღიარება

ერთადერთი ძალა, რომელმაც კაცობრიობის განვითარებას შეიძლება სწორი გეზი მისცეს, არის აღიარება ღვთისა, როგორც სამყაროს შემოქმედისა და ყოველივეს განმსაზღვრელისა. დღეს ამის აუცილებლობას ადრე ღმერთისადმი მტრულად განწყობილი მეცნიერებიც კ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის აღიარება

დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲს... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ღვთის აღიარება

მრცხვენია პირჯვრის გადაწერა...გსურს, პირჯვარი გადაიწერო, მაგალითად, მატარებლის დაძვრამდე, მაგიდასთან სადილად დაჯდომამდე, მაგრამ გეშინია დაცინვის და თვითონვე ხსნი მაცხოვრის სიტყვებით: ვისაც ჩემი შერცხვება მას მეც ვარცხვენ. გარდა ამისა, განა არ იცი, რომ ორი ბატონის სამსახური არ შეიძლება - წუთისოფლისა და ღვთისა. მეტიც, ვისაც სურს, იყოს წუთისოფლის მეგობარი, ის უფლის მტერია. სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება მიწიერი წესები, რომლებიც შეუთანხმებელია რელიგიურთან. ამაში არ უნდა მივბაძოთ წუთისოფელს (წმ. მაკარი ოპტინელი).
link
image

თემა: ღვთის აღიარება

როდის უნდა დუმდეს ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე?ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე უნდა დუმდეს იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ მისი საუბარი. ქრისტიანი ჭეშმარიტებას არ უნდა ახსენებდეს ჩასაფრებულ, შურისმაძიებელ მოწინააღმდეგეთა წინაშე, რათა მათ ამით არ ისარგებლონ და არ უმტრონ მოყვასს. ქრისტიანი უნდა დუმდეს აგარეთვე არასერიოზულ ადამიანებთანაც, რომლებიც მზად არიან გაგონილი ჭეშემარიტება, თუნდა ძალიან მნიშვნელოვანიც, განიხილონ ყოველი შემთხვევისთვის. საერთოდ, ქრისტიანმა თავის ლაპარაკით არანაირ საფრთხეში არ უნდა ჩააგდოს მოყვასი. გარდა ამისა ქრისტიანმა უნდა დაიცვას საიდუმლო, რომელიც მას ახლობელმა გაანდო.
link
image

თემა: ღვთის აღიარება

498. რა არის სჯულის აღსარება?აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით. სიტყვით ღმერთს ის აღიარებს, ვიცნ ენით წარმოთქვამს ქრისტეს სახელსა და მის სარწმუნოებას, ხოლო საქმით ის, – ვინც ცხოვრებითა და საქმეებით გამოხატავს იესო ქრისტეს სახარების ერთგულებას.499. რამდენად სათნოა ღვთისათვის, მხოლოდ სიტყვით რომ ვაღიარებდეთ უფალს?ვისაც სურს სათნო ეყოს უფალს, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ე.ი. სიტყვა და საქმე შეაერთოს. ვინც მხოლოდ ენით აღიარებს უფალს, ხოლო საქმით მისი მცნებების წინააღმდეგია, იგი არა თუ ქრისტიანი არაა, არამედ მოღალატეა ქრისტესი. მაცხოვარი გვასწავლის: „არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე, უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი“.500. როგორი ცხოვრების წესით ვაღიარებთ ქრისტეს?გახსოვდეს, რომ მთელი შენი არსებით – სულითა და ხორცით – ქრისტეს ეკუთვნი, მისი სისხლით გამოსყიდული ხარ, მასთან შეერთებული, ნათლობისთანავე მისი სახელი გეწოდება, თუ კეთილად იცხოვრებ, ქრისტეს აღიარებ, უკეთუ შესცოდავ და არ მოინანიებ, მისი მოღალატე ხარ. ქრისტეს აღიარებ მაშინ, თუ გლახაკს, შენზე გაჭირვებულ ძმას შეეწევი; მისი მოღალატე ხარ, თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავ. ქრისტეს ადიდებ, თუ მოყვასი, რომელიც მან შეიყვარა და მისთვის სისხლი დათხია, შენც გიყვარს; ქრისტეს უარყოფ, თუ მოყვასთაგან რომელიმე მოიძულე. ქრისტეს აღიარებ მაშინ, როცა ყოველთვის სიმართლეს ამბობ და არასოდეს იტყუები, ხოლო ღალატობ, უკეთუ მზაკვრულად იქცევი, მოყვასს ჯერ იუდასავით ამბორს უყოფ და შემდეგ ყიდი. გახსოვდეს, რა პატიოსან სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მის აღმსარებლებს. რა არის იმაში დიდი და საკვირველი, რომ სახელი ქრისტესი რამდენიმე ადამიანის წინაშე აღიარო, მაშინ იგი ანგელოზთა წინაშე, ხოლო მეორედ მოსვლისას კი მთელი სამყაროს წინაშე აღიარებას აღგითქვამს.
link
image

თემა: ღვთის აღიარება

შეიძლება იყოს ცხოვრებაში ისეთი შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფა და სიძულვილი ქების ტოლფასია?დიახ, ცხოვრებაში არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ქრისტეს მტრების მხრიდან ლანძღვა-გინება და სიძულვილი ღვთის მონებისთვის ყველაზე აღმატებული ქებაა. ნუ გრცხვენია იმის აღიარება, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე და ეკლესიური ხარ, ნუ სდევ წუთისოფლის მირაჟს და დამყაყებულ დიდებას, ნუ ესწრაფი თანამედროვე განათლებული ადამიანის სახელის მოხვეჭას, ნუ შეგეშინდება ყველაგან და ყოველთვის ეკლესიის დაცვა.
link
image

თემა: ღვთის აღიარება

აგვიხსენით, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: "რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას" (მარკ. VIII, 38)გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილის და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები.
link