ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
თემა: პირჯვრისწერა, ღვთის აღიარება
მრცხვენია პირჯვრის გადაწერა...
გსურს, პირჯვარი გადაიწერო, მაგალითად, მატარებლის დაძვრამდე, მაგიდასთან სადილად დაჯდომამდე, მაგრამ გეშინია დაცინვის და თვითონვე ხსნი მაცხოვრის სიტყვებით: ვისაც ჩემი შერცხვება მას მეც ვარცხვენ. გარდა ამისა, განა არ იცი, რომ ორი ბატონის სამსახური არ შეიძლება - წუთისოფლისა და ღვთისა. მეტიც, ვისაც სურს, იყოს წუთისოფლის მეგობარი, ის უფლის მტერია. სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება მიწიერი წესები, რომლებიც შეუთანხმებელია რელიგიურთან. ამაში არ უნდა მივბაძოთ წუთისოფელს (წმ. მაკარი ოპტინელი).