image

თემა: პირჯვრისწერა

ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლი... იხილეთ სრულად
link
image

თემა: პირჯვრისწერა

არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: პირჯვრისწერა

სხვა დროს მამა გაბრიელი გვასწავლიდა: როდესაც ეშმაკს ახსენებთ, ის იმ წუთასვე მოდის. ამიტომ პირჯვარი უნდა გადაიწეროთ, რომ ვერ მოგეკაროთო. ერის კაცს, რამდენიმე ეშმაკი ებრძვის, ხოლო ბერს ლეგიონიო.
link
image

თემა: პირჯვრისწერა

723. რას ნიშნავს პირჯვრის გამოსახვა?ერთად შეერთებული სამი თითი, რომლითაც პირჯვარს ვიწერთ, წმ. სამებას ნიშნავს, ორი მოხრილი – იესო ქრისტეს ორ ბუნებას – ღმრთეებრივსა და კავობრივს. თითებს პირველად შუბლზე ვიდებთ, რათა აზრი განიწმინდოს, შემდეგ გულზე – გულის განსაწმენდად, მერე მხრებზე, რათა ქრისტეს გულში გავძლიერდეთ. ჯვარს იმიტომ ვისახავთ, რომ ჯვარცმულმა ღმერთმა იესო ქრისტემ დაგვიცვას და დაგვიფაროს.
link
image

თემა: პირჯვრისწერა

მრცხვენია პირჯვრის გადაწერა...გსურს, პირჯვარი გადაიწერო, მაგალითად, მატარებლის დაძვრამდე, მაგიდასთან სადილად დაჯდომამდე, მაგრამ გეშინია დაცინვის და თვითონვე ხსნი მაცხოვრის სიტყვებით: ვისაც ჩემი შერცხვება მას მეც ვარცხვენ. გარდა ამისა, განა არ იცი, რომ ორი ბატონის სამსახური არ შეიძლება - წუთისოფლისა და ღვთისა. მეტიც, ვისაც სურს, იყოს წუთისოფლის მეგობარი, ის უფლის მტერია. სიტყვა წუთისოფელში იგულისხმება მიწიერი წესები, რომლებიც შეუთანხმებელია რელიგიურთან. ამაში არ უნდა მივბაძოთ წუთისოფელს (წმ. მაკარი ოპტინელი).
link
 

თემა: პირჯვრისწერა

346. რა ძალა აქვს პირჯვრის გამოსახვას?პირჯვრის გამოსახვა იგივეა, რაც ლოცვა... პროლოგში არის მოთხრობილი ერთი ებრაელის შესახებ: იგი იმ მღვიმეში შევიდა, სადაც ეშმაკები ბუდობდნენ და მათგან შეშინებულმა უნებლიედ პირჯვარი გამოისახა. ეშმაკები მაშინვე მოშორდნენ იქაურობას, თან ამბობდნენ: „აქ არის დაბეჭდილი ჭურჭელი და ჩვენ არ ძალგვიძს მღვიმეში ყოფნა“–ო. ებრაელი, როგორც არაქრისტიანი, ცარიელი ჭურჭელია, მაგრამ პირჯვრის გამოსახვამ თავისი ძალა იქონია და ეშმაკები იქაურობას გაეცალნენ.
link
image

თემა: პირჯვრისწერა

434. როდესაც მარჯვენა ხელით პირჯვრის გამოსახვა არ შემიძლია და ამას მარცხენით გავაკეთებ, შეუფერებელი ხომ არ იქნება ასეთი საქციელი?მე ახლაც, როდესაც მსურს მარჯვენა ხელს ჯვარი გადავსახო, ამას მარცხენა ხელით ვაკეთებ.
link
image

თემა: პირჯვრისწერა

433. როგორც ღამით, ასევე დღისით, აზრი მრავალჯერ, განუწყვეტლივ მაიძულებს, რომ პირჯვარი გამოვისახო.თუ საკუთარი თავის მიმართ ვფხიზლობთ, მაშინ, დღისით იქნება ეს თუ ღამით, ჩვენი მფარველობისა და ცხონებისათვის ერთი პირჯვრის გამოსახვა საკმარისია. და, თუ პირველი ბეჭედის სიმრთელეში დარწმუნებულები ვართ, მაშინ მეორე საჭირო არაა, რამეთუ მეორის ძებნა პირველის არარსებობას ნიშნავს. ასეთი რამ საერო საქმეებშიც გვხვდება: თუ განძი დაბეჭდილია და პირველი ბეჭედი მრთელია, მაშინ მეორე ბეჭედი საჭირო აღარაა. მაგრამ ამას ეშმაკები გვაიძულებენ, რათა მოწყინებასა და სულმოკლეობაში ჩაგვაგდონ, რომ საერთოდ, თუნდაც ერთხელ მაინც ვერ შევძლოთ ფხიზლად და წმინდად რაიმეს გაკეთება. და სწორედ ამიტომ, სჯობს მცირედი ღვთის შიშით გავაკეთოთ, ვიდრე ბევრი მტრისეული შფოთით, რამეთუ ნათქვამია: „ჰსჯობს მცირედი მართლისაი“ (ფსალმ. 36, 16). ამას კი იმ შემთხვევისათვის ვამბობ, როდესაც სიფხიზლის მიუხედავად აზრები არ გვასვენებენ და რაიმეს გაკეთებას უდროოდ გვაიძულებენ. რამეთუ, თუ პირჯვრის გამოსახვის აზრი ხალისით მოდის და არა შიშით ან რაიმე შფოთით, მაშინ ის, შეძლებისდაგვარად და ღვთის შიშით უნდა შევასრულოთ. და რასაც თავისუფლად ვაკეთებთ, ის უფრო სათნოა ღვთისათვის.
link
image

თემა: პირჯვრისწერა

აგვიხსენით, როგორ გავიგოთ სახარების სიტყვები: "რამეთუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყუათა ჩემთაი, ნათესავსა ამას მემრუშესა და ცოდვილსა, ძემანცა კაცისამან არცხვინოს მას" (მარკ. VIII, 38)გახსოვდეს მუდამ: არ მოერიდო ქრისტეს სახელის აღიარებას პირჯვრის გადაწერით; არ მოიხსნა ჯვარი არც საერთოდ აბანოში და არც ექიმთან; თავი არ შეიკავო სიკეთესა და ბოროტებაზე საუბრისაგან; როდესაც მართმადიდებელ სარწმუნოებას ფეხქვეშ თელავენ, სამარცხვინოდ არ გაჩუმდე იმის შიშით, რომ ჩამორჩენილის და ფანატიკოსს გიწოდებენ, როგორც წუთისოფლის მკვიდრნი ეძახიან იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ, თავის ქრისტიანულ მოვალეობებს პირნათლად მოეკიდონ; სახლში იქონიე წმიდა ხატები.
link