image

თემა: გულმოდგინება

759. რა სიკეთეს შეგვძენს გულმოდგინება?ჩვენი ყოველი საქმე თესლსა და ნაყოფს ჰგავს: შესწირავს კაცი ღმერთს ერთგულებას და გულმოდგინებას, ღმერთიც აკურთხევს მის შრომას და სანაცვლოდ მადლს იძლევა.
link
image

თემა: მონაზონთათვის

694. შეშვენის თუ არა მონაზონს ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა?მონაზონს არ შეშვენის ქვეყნიური საფასეებისადმი მიდრეკა, არც გატაცება მშვენიერი ნაგებობებით, ვენახებითა და მსხმოიარე ბაღებით, ფრინველითა და საქონლით და სხვა საქმეებით, არამედ კიდეც რომ აკლდეს აუცილებელი სახმარი, მაინც უნდა მადლობდეს ღმერთს, ხოლო სოფელი შერაცხოს უცხოდ. რადგან თუ გაიტაცა ქვეყნიურის სიყვარულმა, ვერ იქნება ღვთის მეგობარი და ვერც კაცობრიულ ზრახვებს განეშორება. სურს თუ არა, თავისი ქონებისათვის, ყანებისა და სამკვიდრებლისათვის მრავალ შფოთს შეეყრება, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ დასჭირდება მთავართა და ხელმწიფეთა შეწევნა, რაც აქცევს მას იმათ მონად, რის გამოც ბევრს მტრად გაიხდის, რადგან ზოგი მის ყანას მიიტაცებს, ზოგი მის ვენახს ავნებს ან მის ნათესებში პირუტყვს შეუშვებს, ზოგი წყალს შეუწყვიტავს და ყოველივე ამას უეჭველად მოყვება შფოთი და მტრობა, შემდეგ საჭირო გახდება მეფეთა და მთავართა მოშველიება. აქედან, საინტერესოა, რა უნდა ირგოს იმ მონაზონმა, რომელმაც დატოვა სოფელი და კვლავაც დარჩა ქვეყნიური საქმეებით გატაცებული? წმ. ზოსიმე პალესტინელი
link
image

თემა: განსაცდელები,  შეურაცხყოფა

959. რას გვეტყვით ისეთი ადაიანის შესახებ, რომელიც იმაზე კი არ წუხს, რომ შეურაცხყვეს, არამედ იმას განიცდის, რომ განსაცდელის მამაცურად გადატანა გასჭირვებია?ეშმაკნი შიშისაგან ძრწიან, როცა ხედავენ, რომ ადამიანი, რომელიც შეურაცხყვეს და მიაყენეს ზიანი, იმაზე კი არ წუხს, თუ რად შეემთხვა ეს, არამედ იმას განიცდის, რომ უჭირს მამაცურად გადაიტანოს განსაცდელი; რამეთუ ბოროტი სულნი მასში ჭეშმარიტების გზაზე მდგომ ქრისტეს მიმდევარს ხედავენ, რომელსაც სურს ერთგულად აღასრულოს უფლის მცნებანი.
link
image

თემა: ფიცი

680. ჩემს მოყვასთან უთანხმოებისას აღელვების ნიადაგზე პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდებოდი მას. შეიძლება თუ არა ამ ფიცის დარღვევა?ქალაქში ყოფნისას ვიღაც ქრისტეს მოყვარეთაგანმა მთხოვა: ჩემსა და ძმას შორის უსიამოვნება ჩამოვარდა. ძმას არ სურს შერიგება ჩემთან და ამისათვის გევედრები, რათა უთხრა კეთილი სიტყვა შესარიგებლად. მე ხალისით დავთანხმდი და მოვიხმე ის. როცა მოვიდა, მოვუწოდე მას სიყვარულისა და მშვიდობისაკენ, მაგრამ მან დანანებით მითხრა: პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდები და ფიცს ვერ გავტეხავო. მაშინ გაღიმებულმა ვუთხარი: შენს ფიცს ასეთი აზრი აქვს: ვფიცავ პატიოსან ჯვარს შენსას ქრისტე, რომ არ შევასრულებ შენს მცნებებს, არამედ ვყოფ ეშმაკის ნებას. იცოდე, რომ ბოროტი ფიცის აღსრულების მოვალენი კი არა ვართ, არამედ ამის გამო სინანული და მწუხარება გვმართებს. როგორც ამაზე ბრძანებს დიდი ბასილი: „ჰეროდეს რომ შეენანა და არ შეესრულებინა ფიცი, არ ჩაიდენდა უდიდეს ცოდვას და უფლის წინამორბედს თავს არ მოკვეთდა“. ასე მოიდრიკა მისი გონება და შეიძინა სიყვარული ძმისა.
link