1
2
image
image
Loading..
image

თემა: გულისწყრომა

28. ძლიერია ის კაცი, ვინც ცოდნასა და ქმედებას ერთმანეთს უკავშირებს, რამეთუ მაშინ ის ავხორცობას აშთობს და გულისწყრომას ამცირებს, ხოლო ამით გონებას ფრთოვანყოფს და უფალთან ჰგიებს.
link
image

თემა: გულისწყრომა

65. ზოგი ვნება სულის გულისწყრომის ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ზოგი - გულისთქმისას. ერთიც და მეორეც აღმოცენდება გრძნობათა მეშვეობითა და მაშინ, როცა სული სიყვარულისა და თავშეკავების გარეშე რჩება.
link
image

თემა: გულისწყრომა

12. ღვთის დაშვებით ჩვენი მაცდუნებელნი ან სულის გულისთქმის ნაწილს აღვივებენ, ან გულისწყრომის ნაწილს აფორიაქებენ, ან გონიერ ნაწილს აბნელებენ, ან სხეულს იპყრობენ, ანდა ხორციელ მოთხოვნილებებს იტაცებენ.
link
image

თემა: გულისწყრომა

80. "ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11,29). სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს.
link
image

თემა: გულისწყრომა

79. მოწყალება სულის გულისწყრომის ნაწილს კურნავს, მარხვა - ავხორცობას აშთობს; ლოცვა გონებას წმენდს და მას ჭეშმარიტების შესაცნობლად ამზადებს, რადგან სულიერ შესაძლებლობათა მიხედვით მოგვცა უფალმა მცნებები.
link
1
2
image
image