image

თემა: ფიცი

933. როცა ადამიანმა ფიცი დადო, რომ ვინმეს ბოროტს გაუკეთებდა, უნდა შეასრულოს იგი, თუ უმჯობესია გატეხოს?ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთების ფიცს დადებს, სინანული უნდა აჩვენოს. ჰეროდეს არაფერი არგო ფიცის დაცვამ: იგი წინასწარმეტყველის მკვლელი გახდა. ამის გამო მფიცავმა უნდა დაარღვიოს ფიცი და არ უნდა სურდეს თავისი დაუფიქრებლობის განმტკიცება.
link
 

თემა: ფიცი

ერთი კიეველი დიდებული, სახელად იოანე, კიევო პეჩორის ლავრაში ანგელოზებრივი სახით შეიმოსა და თან წაიყვანა თავისი ყრმა შვილი, სახელად ზაქარია. როდესაც მოახლოებული სიკვდილი იგრძნო, იოანემ მასზე მზრუნველობა ღვთაებრივ განგებულებას მიანდ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ფიცი

680. ჩემს მოყვასთან უთანხმოებისას აღელვების ნიადაგზე პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდებოდი მას. შეიძლება თუ არა ამ ფიცის დარღვევა?ქალაქში ყოფნისას ვიღაც ქრისტეს მოყვარეთაგანმა მთხოვა: ჩემსა და ძმას შორის უსიამოვნება ჩამოვარდა. ძმას არ სურს შერიგება ჩემთან და ამისათვის გევედრები, რათა უთხრა კეთილი სიტყვა შესარიგებლად. მე ხალისით დავთანხმდი და მოვიხმე ის. როცა მოვიდა, მოვუწოდე მას სიყვარულისა და მშვიდობისაკენ, მაგრამ მან დანანებით მითხრა: პირჯვრით დავიფიცე, რომ აღარ შევურიგდები და ფიცს ვერ გავტეხავო. მაშინ გაღიმებულმა ვუთხარი: შენს ფიცს ასეთი აზრი აქვს: ვფიცავ პატიოსან ჯვარს შენსას ქრისტე, რომ არ შევასრულებ შენს მცნებებს, არამედ ვყოფ ეშმაკის ნებას. იცოდე, რომ ბოროტი ფიცის აღსრულების მოვალენი კი არა ვართ, არამედ ამის გამო სინანული და მწუხარება გვმართებს. როგორც ამაზე ბრძანებს დიდი ბასილი: „ჰეროდეს რომ შეენანა და არ შეესრულებინა ფიცი, არ ჩაიდენდა უდიდეს ცოდვას და უფლის წინამორბედს თავს არ მოკვეთდა“. ასე მოიდრიკა მისი გონება და შეიძინა სიყვარული ძმისა.
link
image

თემა: ფიცი

727. როდესაც მამები რომელიმე საქმის განსჯას მომანდობენ, მე კი მაინცდამაინც ვერ ვენდობი საკუთარ თავს, როგორ მოვიქცე: უარი ვუთხრა, თუ დავთანხმდე მათ წინადადებას? ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ, თუ ჯერ მცოდნეებს ვკითხო და შემდეგ წარმოვთქვა ჩემი აზრი?რადგან მამები გიბრძანებენ, იმსჯელე საქმეზე და უთხარი მოკამათეებს, რომ შენ საქმეს ისე განსჯი, როგორც სამართლიანად გეჩვენება; ამასთანავე, შეეცადე შენი აზრი სამართლიანობაში განამტკიცო და გული ვინმესკენ ვნებით ან განწყობით არ გადახარო. არსებული სიმართლე ისე თქვი, როგორც შენ ხედავ. რამეთუ ღმერთი, რომელმან, მხოლომან იცის ჭეშმარიტება, ჩვენ თავისუფალ ნებას სჯის. თუ გსურს იმას ჰკითხო, ვინც შენზე კარგად იცის, მაშინ ესეც არ იქნება შეუფერებელი.728. თუ საქმე ფიცს საჭიროებს, მოვთხოვო მათ, თუ არა?არასოდეს და არავისგან არ მოითხოვო ფიცი, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველას აუკრძალა დაფიცება (მათე 5, 34). მაგრამ განაცხადე: „ამ საქმეს ფიცი მეტ დამაჯერებლობას შესძენს, ამიტომ, თუ გსურთ ეს ფიცით დაამტკიცოთ, ეს თქვენი ნებაა“. თუ მაღალი ხელისუფალნი გიბრძანებენ მსჯავრდებას, მაშინ მოითხოვე, რომ დაიფიცონ; უფრო სწორად, ზედმიწევნით განიხილე, სასარგებლოა ეს თუ არა და შემდეგ, დაეჭვების გარეშე, მოითხოვე ფიცი.
link
image

თემა: ფიცი

621. იგივე ძმამ, რომელიც კიდევ ერთხელ ეურჩა აბბას, დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება, თუ სჯობს შევინანო და ფიცი არ შევასრულო. ბერმა კი შემდეგი უპასუხა:უფალმა უთხრა მოსეს: „ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ მაგ კერპს“ (გამ. 32, 7-8). გულარძნილო, ასე მალე რატომ გადაიხარე მორჩილებისაგან?! ეშმაკს სურს, დაგაშოროს მას და შენზე მძვინვარებს. განა ნათქვამი არ იყო, რომ უგუნური და გულით წინადაუცვეთელი ხარ? სად მოისროლე ჩემი სიტყვები? რად ისწრაფვი ეშმაკის მთხრებლისკენ? რად გაბრმავებს მტერი იმასთან დაკავშირებით, რაც მოისმინე? განა მცნება არ მოგცეს, რომ საკუთარი თავი ღვთისა და აბბას ხელში გადაგეცა? განა არ მოისმინე, რომ მას შენი სულის ცხონება საკუთარი სულივით სურს? მისი ბრძანება რთული შესასრულებელიც რომ ყოფილიყო, ურჩობა მაინც არ უნდა გამოგეჩინა, მით უმეტეს, ამას ძმათა სარგებელი მოითხოვდა; მაგრამ სატანა თავის მართლებით გაკარგვინებს მას, რათა არც თავად შენ და არც სხვამ შენი მეშვეობით სარგებელი არ მიიღოს. შენ გსურს, რომ ის ვაება გეწიოს, რომელიც ფარისევლებს უთხრეს და ის სასჯელი დაიმსახურო, წინასწარმეტყველ ეზეკიელის თქმით, დაუდევარი მცველისადმი რომაა აღთქმული (ეზეკ. 33, 6). დავუშვათ, შენ თვითონ არ შეგიძლია ვინმეს სარგებელი მოუტანო; მაშ, რატომ არ ეუბნები იმას, ვისაც ეს შეუძლია? ისევ ურყევი რჩები შენს გულქვაობაში და ასე მალე იმიტომ დაემსგავსე იმ ძაღლს, რომელიც თავის ნარწყევს დაუბრუნდა, და იმ ღორს, რომელიც დაბანვის შემდეგ ტალახში გორაობს. (2 პეტ. 2, 22). აბბამ გამცნო, თუკი რამ შეგემთხვევა, ყველაფერი მითხარიო, მაშინ ცოდვაც მის კისერზე იქნებოდა. მაგრამ შენ აღიზიანებ მას, როგორც ურიები - მოსეს. ბოლოს და ბოლოს, შეგრცხვეს, მიატოვე შენი ძველი ჩვევა, მოიქეცი და მიგიღებს ღმერთი, რამეთუ ის მოწყალეა. კაცთმოთნეობაც მიატოვე, რამეთუ ის გღუპავს და ასე ღვთის მონა ვერ გახდები. გულფიცხელო, დაუკვირდი საკუთარ თავს და გეშინოდეს ღმრთისა. განრისხებისას ნათქვამი ფიცის აღსრულება უსარგებლოა, რამეთუ ამით ღვთის მცნებას არღვევ, რომელმაც თქვა: „არა კაც-კლა“ (მათე 5, 21), ამიტომ, უმჯობესია ღვთის წინაშე შეინანო და არ შეასრულო ის, რაც დაიფიცე, რათა ჰეროდეს მსგავსი მსჯავრი არ გეწიოს, რომელმაც, შეასრულა რა თავის უღირსი ფიცი და იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთა, საუკუნო ცხოვრება დაკარგა და მძიმე და დაუსრულებელ ტანჯვას გადაეცა. უკეთესი და სასარგებლოა შეინანო და შენდობა ითხოვო ღვთისაგან, რომელსაც შეუძლია მოგმადლოს პატიება; ჰეროდეც ნეტარი იქნებოდა ასე რომ მოქცეულიყო; მაგრამ, რადგან ასე არ მოიქცა, სამარადისოდ შეჩვენებული და დაწყევლილი იქნა. პეტრემაც კი, მოციქულთა თავმა, სამჯერ უარყო და დაიფიცა, რომ მაცხოვარს არ იცნობდა, მაგრამ, ჭეშმარიტი სინანულით და მწარე ცრემლით შეინანა და ამით თავისი ცოდვა აღხოცა. კაცთმოყვარე მეუფემ და მაცხოვარმა ქრისტემაც შეიწყნარა და იგი არა მარტო ანგელოზის ხარებას ეღირსა, რომელმაც თქვა: „უთხართ მოწაფეთა მისთა და პეტრეს“ (მარკ. 16, 7), არამედ თავად უფალმაც, სამგზის უარყოფის სანაცვლოდ, სამჯერ ჰკითხა მას: „სიმონ იონაისო, გიყუარ მეა?“ (იოანე. 21, 17), რითაც აჩვენა, რომ ჭეშმარიტი სინანულით ის სამგზის უარყოფის ცოდვისაგან განიკურნა. აღარ დაიფიცო ამიერიდან და ღვთის მცნება არ დაარღვიო. ხოლო თუ კვლავ შესცოდავ, ზურგს ნუ შეაქცევ სინანულს. პეტრესაც რომ შეესრულებინა ის, რაც ფიცით თქვა - არ ვიცნობო ქრისტეს - მაშინ მისგან და მისი დიდებისგან განვარდებოდა.
link