image

თემა: სიყვარული ცოდვებისადმი

ხშირად მოხდება ისიც, რომ კაცს აქვს ერთი რომელიმე ცოდვა დაჩემებული და შეყვარებული; თუმცა ნანობს, მაგრამ არ შეუძლია იმ ცოდვის დატოვება. ნიშანი ჭეშმარიტისა სინანულისა ის არის, რომ კაცმა დატოვოს და მოიძულოს მისგან შეყვარებული და შეჩვე... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სიყვარული ცოდვებისადმი

829. როგორ ემონება ცოდვისმოყვარე ადამიანი ცოდვას?ცოდვისმოყვარე კაცისათვის ცოდვა, რომელსაც იგი ემსახურება, კერპად ქცეულა. მისი ცოდვისმოყვარე გული, რომელშიც ცოდვა მკვიდრობს, საძაგელი ბომონის მსგავსია, სადაც ამ კერპებს ხბოების, ცხვრებისა და სხვა ცხოველების ნაცვლად საკუთარ მორჩილებას სწირავენ მსხვერპლად. ამგვარად, რამდენადაც ემსახურება ცოდვილი ცოდვას, რომელიც მის ვნებად ქცეულა, იმდენად უარყოფს გულით ქრისტეს და რამდენჯერაც ცოდვას საქმით აღასრულებს, იმდენჯერ მსხვერპლს სწირავს მას.
link
image

თემა: სიყვარული ცოდვებისადმი

617. ვინ ეთანხმება საკუთარ თავში ცოდვას და ბოროტებას თავისი ნებით და ვინ უნებურად?საკუთარ თავში ბოროტებას თავისი ნებით ის ეთანხმება, ვინც თავის ბოროტებას თავისუფლებას აძლევს, ტკბება მისით და უმეგობრდება მას. ასეთს სატანასთან მშვიდობა აქვს და აზრებში არ ებრძვის მას. უნებურად კი საკუთარ თავში ბოროტებას ის ატარებს, ვინც მოციქულის თქმით (რომ. 7, 23), დაპირისპირებულ ძალას შეიგრძნობს, რომელიც სხეულის ასოებში მის წინააღმდეგ იბრძვის, და მასზე ერთგვარი პირქუში ძალა და საბურველი ზემოქმედებს - თუმცა მხოლოდ აზრებში, რომლებსაც ის არ ეთანხმება, არ ტკბება, არ ემორჩილება მათ, არამედ ეპასუხება, წინ აღუდგება, სიტყვას უგებს, წინააღმდეგობას უწევს და საკუთარ თავს ურისხდება. ღვთის წინაშე ეს უკანასკნელი ბევრად უმჯობესი და მართალია, ვიდრე ის, ვინც თავის ნებით თავისუფლებას აძლევს ბოროტებას და ტკბება მისით.
link