მოწამენი: მანუელი და თეოდოსი

მოიხსენიება 27 მარტს (ახალი სტილით: 9 აპრილს)
მოწამენი მანუელი და თეოდოსი ეწამნენ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ და ნებით ჩაბარდნენ ჯალათებს. საშინელი წამების შემდეგ წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. ეს მოხდა 304 წლის 26 მარტს.