თემა: რწმენა

გვჭირდება ღმერთის რწმენა?
ღმერთის რწმენა აუცლებელია, რამეთუ: 1. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: ,,რომელსა ჰრწმენეს და ნატელ-იღოს, ცხონდე; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს” (მკ.16,16). 2. წმიდა მოციქული პავლე ამბობს: ,,თვინიერ სარწმუნოებისა ვერ შესაძლებელ არს სათნო-ყოფაი ღმრთისა” (ებ.11,6).
საკმარისი გვწამდეს ღმერთი მხოლოდ გულში?
არ არის საკმარისი, რამეთუ რწმენა უნდა ვაღიაროთ კიდეც.
ვის მიემსგავსება ადამიანი, რომელიც ირწმუნებს ღმერთს, მაგრამ არ აღიარებს?
ადამიანი, რომელიც გულით ირწმუნებს Gღმერთს, მაგრამ არ არის რწმენის აგმსარებელი, ჰგავს ისეთ შვილს, რომელმაც უწყის ვინ არიან მისი მშობლები, მაგრამ არ აღიარებს მშობლებად. Aდამიანების წინაშე განუდგება და უარყოფს მათ.
როგორ ვაღიარებთ რწმენას?
რწმენას ვაღიარებთ: 1.ლოცვით, 2.ღმრთისმსახურებაში მონაწილეობით, 3.სარწმუნოების მიხედვით ცხოვრებით და, რაც მთავარია, კეთილი საქმეებით, 4.სარწმუნოების დაცვით წინააღმდგომთაგან, 5.აგრეთვე, სიტყვით რწმენის აღიარებით.
    განმარტება:I.წმიდა პავლე მოციქული წერს, ,,გულსა გრწამს სიმართლედ, ხოლო პირითა აღიარებ საცხორებელად” (რომ.10,10). II.საუცხოო მაგალითი აღმსარებლობისა დაგვიტოვეს წმიდათა მოწამეთა, რომელთაც უმჯობესად შერაცხეს დაეთმინათ ვნება, გვემა და მოწმეობრივი აღსასრული, ვიდრე განდგომოდნენ სარწმუნოებას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები