image

თემა: რწმენა

384. შეუძლია თუ არა სხვების რწმენა შეეწიოს ადამიანს, თუკი ის მას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, როგორც განრღვეულს შეეწია დამხმარე ადამიანთა რწმენა?
განრღვეულს რწმენა რომ არ ჰქონოდა, მაშინ ის დამხმარეებს წაყვანის და ერდოდან ქვემოთ ჩაშვების ნებას არ დართავდა. ამრიგად, მათმა ერთობლივმა რწმენამ იხსნა ის. მაშასადამე თუ ადამიანი სხვების რწმენას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ ბოდიშს ნუ იხდი როდესაც შენს ტვირთს სხვას ჰკიდებს და თვითონ არაფერს აღარ აკეთებ; რამეთუ იერემიას სწამდა, რომ ღმერთი ადამიანებს იწყალებს და მათთვის ლოცულობდა, მაგრამ მათ მის ლოცვას საკუთარი რწმენა არ შეუერთეს, ამიტომ ღმერთმაც არ შეისმინა მისი. სად იყო წინასწარმეტყველის რწმენა? განა არ ჰქონდა მას ის, როგორც განრღვეულის მიმყვანებს? მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებში იყო. ასევე ხდება მსგავს შემთხვევებში; ვინაიდან ტყუილუბრალოდ არაა ნათქვამი: "ფრიად შემძლებელ არს ლოცვაი მართლისაი შეწევნად"(იაკ.5,16).
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები