თემა: რწმენა

1635.რატომ გვწამს ღმერთი?
გვწამს იმიტომ,
    1. რომ იგი გამოცხადებებში ამას ითხოვს და ,
    2. რომ ჩვენი სინდისის ხმა, გონება და გული ამას მიგვითითებს.
1636.რას გვეუბნება ღმერთის რწმენაზე ჩვენი სინდისი, გონება და გული?
გვეუბნება, რომ ღმერთის რწმენა აუცილებელია, რამეთუ:
    1. ღმერთის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ სამყაროს წარმოშობა და არსებობა;
    2. ღმერთის რწმენის გარეშე არ გვექნებოდა ცხოვრებაში დასაყრდენი, განსაკუთრებით განსაცდელების ჟამს.
1637.რას ამბობს წმიდა წერილი მათ შესახებ, ვისაც ღმერთი არ სწამს?
მათ შესახებ წმიდა წერილი მწუხარებას გამოთქვამს.
1638.ვინ ცოდავს რწმენის წინააღმდეგ?
ცოდავს ის:
    1. ვინც მერყეობს და შემცთარია სარწმუნოების საკითხებში,
    2. ვინც უარყოფს სარწმუნოებას და რცხვენია მისი აღიარების,
    3. ვინც ამბობს და ისმენს სარწმუნოების საწინააღმდეგო სიტყვებს,
    4. ვინც გულგრილია სარწმუნოების მიმართ,
    5. ვისაც არ სწამს ან განუდგება ეკლესიას.
1639.ვის ემუქრება ურწმუნოების საშიშროება?
ემუქრება იმას,
    1. ვინც ამორალურ წიგნებს კითხულობს,
    2. ვინც არ ლოცულობს და არ მონაწილეობს ღმრთისმსახურებაში,
    3. ვინც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს.
    განმარტება:
    I. ჩვენ ვცდილობთ ,,ვიაროთ ღმრთის წინაშე" ე.ი. გვახსოვს, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, და რომ ის ყველგან მყოფი და ყოვლის მჭვრეტელია.
    II. გვეშინია ღმრთისა და მისი რისხვა უდიდეს მწუხარებად მიგვაჩნია, და ამიტომ ვცხოვრობთ ისე, რომ არ განვარისხოთ იგი.
    III. შევთხოვთ ღმერთს, როგორც უკეთილშობილესს და ყოვლისშემძლე შემწეს ყოველ კეთილ წამოწყებაში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები