თემა: მცნებები
1625.მარადიული ხსნის დასამკვიდრებლად საკმარისია საღმრთო გამოცხადების ცოდნა?
არა არ არის საკმარისი, აუცილებელია ვირწმუნოთ იგი და ვიქცეოდეთ და ვცხოვრობდეთ მასთან თანხმობით.
1626.საიდან ვუწყით, როგორ გვმართებს მოვიქცეთ და ვიცხოვროთ საღმრთო გამოცხადების თანახმად?
ამას გვასწავლის საღმრთო მცნებანი.
1627.ღმერთის რომელი მცნებანი გვაქვს?
გვაქვს შემდეგი მცნებები:
1.ათი მცნება, რომელიც ძველ აღთქმაში სინას მთაზე მოგვეცა წინასწარმეტყველ მოსეს გზით;
2.ორი უდიდესი და უმთავრესი მცნება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულზე;
3.ცხრა ნეტარების მცნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

1628.გვმართებს თუ არა ჩვენ, ქრისტიანებს, დავიცვათ ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველ მოსეს გზით ისრაელთათვის, მოცემული ათი მცნება?
ქრისტიანებს გვმართებს დავიცვათ, ათი მცნება, რამეთუ ძე ღმრთისამ, იესო ქრისტემ თავად მათი აღსურულება (მთ.19,16-19).
1629.ვალდებულნი ვიქნებოდით თუ არა დაგვეცვა ძველაღთქმისეული ათი საღმრთო მცნება, იესო ქრისტეს რომ არ ებრძანებინა მათი დაცვა?
ვალდებულნი ვიქნებოდით, რამეთი ეს მცნებანი დადგენილი იყო არა მოსეს მიერ, არამედ თავად უფალ ღმერთის მიერ, რომელმაც ისინი თითოეული ადამიანის სინდისშიც ჩადო.
1630.თუკი ღმერთმა ეს მცნებანი თითოეული ადამიანის სინდისში ჩადო, რატომ იქნა ისინი განსაკუთრებულად განცხადებული მოსეს მიერ და დამტკიცებული იესო ქრისტეს მიერ?
იმიტომ, რომ მრავალი ადამიანი ახშობს საკუთარი სინდისის ხმას და აუცილებელი გახდა ამ მცნებათა დაცვის აუცილებლობის გამოცხადება ყოველი ადამიანისთვის და მათთვისაც, რომელნიც საკუთარი სინდისის ხმას ახშობენ.
1631.როგორ იკითხება შემოკლებით ღმრთის ათი მცნება?
იკითხება ასე:
1.მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა უცხონი ჩემსა გარეშე.
2.არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე,, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქუეყანისა: არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურობდე მათ.
3.არა მიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა.
4.მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდან ჰყავ იგი; ექვს დღესა შინა იქომდე, და ქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა.
5.პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენდ ა დღეგრძელი იყვე ქუეყანასა ზედა.
6.არა კაც-ჰკლა.
7.არა იმრუშო.
8.არა იპარო.
9.არა ცილი-სწამო ამოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10.არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

1633.ღმრთის ათი მცნებიდან რომელი გვამცნობს სიყვარულს ღმრთისადმი და რომელი – მოყვასისადმი?
ღმრთისადმი სიყვარულს გვამცნობს პირველი ოთხი მცნება, ხოლო მოყვასის სიყვარულს – დანარჩენი ექვსი.
განმარტება:
ის, რომ ხსნის დამკვიდრებისთვის აუცილებელია ათი მცნების უცილობლად დაცვა, გამომდინარეობს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს პასუხიდან იმ ადამიანისადმი, რომელმაც ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა, რომ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება? Pასუხი იყო ასეთი: ,,არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; პატივ ეც-მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მთ.19,16-19).

1633.როგორ იკითხება ღმრთის პირველი მცნება?
იკითხება ასე: ,,მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა უცხონი, ჩემსა გარეშე”.
1634.რას გვავალებს ღმრთის პირველი მცნება?
გვავალებს, რომ:
1.გვწამდეს ერთი ღმერთი,
2.გვაქვნდეს სასოება მისი,
3.გვიყვარდეს იგი და
4.თაყვანის ვსცემდეთ და ვმსახურებდეთ მას.